თურმე, ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ყოფილა ბაჩიაშვილი და ამიტომ „ასე არ უნდა მოქცეოდა“, ჯერ ერთი, ივანიშვილი კი არ „მოექცა“, შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მეორე, თუ ვინმეს არ უნდა უღალატო და მოჰპარო, პირველ რიგში ახლობელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 სექტემბერი 2025, 14:00
ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც მის შვილს ბიძინა ივანიშვილი „ასე არ უნდა მოქცეოდა“. 

ზერეკიძე აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ოჯახიც თავისნაირი ჰყოლია და ბიძინა ივანიშვილი კი არ მოექცა მას არასწორად, არამედ „შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად“.

„ბაჩიაშვილს ოჯახიც თავისნაირი ჰყოლია. თურმე ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ყოფილა ბაჩიაშვილი და ამიტომ „ასე არ უნდა მოქცეოდა“. ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილი კი არ „მოექცა“, შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მეორეც თუ ვინმეს არ უნდა უღალატო და მოჰპარო, პირველ რიგში ახლობელს. მოკლედ შვილი ოჯახის სარკეაო თაღლითი ბაჩიაშვილის შემთხვევაში 100% გამართლდა“,- წერს გიორგი ზერეკიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი