დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 თებერვალი 2026, 12:22
გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც  სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმაციას. პირიქით, დემოკრატია ნიშნავს წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ყველა აქტორი ვალდებულია იმოქმედოს კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გერმანიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია აიკრძალა, მიზეზებს შორის კი, სახელმწიფო წესრიგისადმი მტრული ქმედებები იყო, რაც გულისხმობს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების არაღიარებას, ინსტიტუტების ბოიკოტს, პარალელური სტრუქტურების შექმნას და სისტემურ დესტრუქციას.

მისი შეფასებით, ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა  კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.   

„გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც  სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი.  დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმაციას. პირიქით დემოკრატია ნიშნავს წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ყველა აქტორი ვალდებულია იმოქმედოს კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში.

გერმანიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია აიკრძალა. მიზეზთა შორის კი   სახელმწიფო წესრიგისადმი მტრული ქმედებები იყო: ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების არაღიარება, ინსტიტუტების ბოიკოტი, პარალელური სტრუქტურების შექმნა და სისტემური დესტრუქცია. 

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა იმოქმედოს საქართველომ მსგავსი ლოგიკით? დღეს ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტში მუშაობაზე, ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო პროცესს, ქუჩაში „პარალელურ პოლიტიკას“ აწარმოებენ, აყალიბებენ ე.წ. მინისტრთა კაბინეტებს და ცხოვრობენ გამოგონილ პოლიტიკურ რეალობაში. ვხედავთ პირებს, რომლებიც საკუთარ თავს პრეზიდენტად და ქვეყნის მთავარსარდლად მოიხსენიებენ.

ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა  კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.  თუ ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ.

ოპოზიციის ერთი შეხედვით  არაფრის მომცემი პერფორმანსები და უწყვეტი აქციები აზიანებს ქვეყანას. ზარალდება ეკონომიკა, ინვესტორთა ნდობა და ზოგადად სახელმწიფო სტაბილურობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკას თითქმის ორნიშნა ზრდა აქვს რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დესტრუქციის გარეშე ეს ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა და სარგებელს ისევ ქართველი ხალხი მიიღებდა.

მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვას: გარკვეული ჯგუფების აკრძალვა ან პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორება  არ ნიშნავს დემოკრატიის დაზიანებას. დემოკრატია არ არის რევოლუციების მუდმივი მცდელობა და სახელმწიფოს ტურბულენტურ ზონაში ყოფნა,  დემოკრატია არის დიალოგი, აზრთა მრავალფეროვნება, რაც  ინსტიტუციურ სივრცეში,   პარლამენტში, საკრებულოებში, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი