პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ის პარალელებს ავლებს იაპონიაში, აფრიკის ქვეყნებში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 თებერვალი 2026, 23:50
„საკუთარ „ჭაობში“ გაწევრიანების ტრიგერად საქართველოს უყენებენ პირობებს: ლგბტ თემატიკასთან ბრძოლის კანონების გაუქმება, უმრავლესობის ინტერესების დაცვისთვის თავის დანებება — „გაანებეთ თავი დაფინანსებებს და გრანტებსო“. გვეუბნებიან უარი ვთქვათ ყველაფერზე — სუვერენიტეტზე, იდენტობაზე,“ — განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ იაპონიაში უკვე გააცნობიერეს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს „დასავლური სიგიჟეების ვაქცინაციამ“ კულტურული და დემოგრაფიული დეგრადაცია. მისივე შეფასებით, მსგავსი დებატები მიმდინარეობს ქრისტიანულ სამყაროშიც, მათ შორის ანგლიკანურ კონფესიაში, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში.


„იაპონიაში მიხვდნენ, დასავლური რაღაც „სიგიჟეების ვაქცინაციამ“ სადამდე შეიძლება მიიყვანოს კულტურული და დემოგრაფიული დეგრადაცია ასეთ თვითმყოფად და იდენტურ ქვეყანაში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ ოდესღაც ევროპული ცივილიზაციის ბურჯები, როგორიც არის ვატიკანი და ანგლიკანური ეკლესია, უკვე იმდენად არიან ჩაძირულნი ამ ლგბტ შიზოფრენიაში, რომ ამას მოქმედი პაპი ლეონიც მიხვდა და ნელ-ნელა აპირებს გარკვეული რეფორმაციის ჩატარებას საკუთარ წიაღში. საინტერესოა, რამდენად გამოუვა. ჯერ სერიოზულ ბრძოლებშია, თუმცა განცხადებები და დეკლარაციები მაინც წამოსცდება ხოლმე.

ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს დაახლოებით 20 წელიწადია აფრიკის კონტინენტზე, იმ ქვეყნებში, სადაც გაბატონებულია ანგლიკანური ეკლესია, როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი კონფესია. მათ არაერთი კრება ჩაატარეს და შეიძლება ითქვას, რომ აფრიკელ ანგლიკანელებს მეტი შანსი აქვთ, ეს კონფესია, როგორც ტრადიციული და ქრისტეს მცნებების მატარებელი, შეუნარჩუნონ მორწმუნეებს, ვიდრე ეს ლონდონს შეუძლია. არაერთ კრებაზე პირდაპირ განაცხადეს კიდეც, რომ ეს ევქარისტიული კავშირი ლონდონთან უნდა შეწყდეს, რათა ქრისტეს შეუნარჩუნონ ანგლიკანობა, როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება. ეს პროცესები მიმდინარეობს აფრიკაში, იაპონიაში და ჩნდება კითხვა: რატომ ებრძვიან წლების განმავლობაში საქართველოს?

იმიტომ, რომ საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ (მასშტაბებს, მოსახლეობასა და ამა თუ იმ ბლოკში გაწევრიანებას თავი რომ დავანებოთ) თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო სურვილი, შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციულობა და ფასეულობები, დაიცვას თავისი დედა ეკლესია, არ უღალატოს ღმერთს, ემსახუროს ხალხს, საკუთარ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ეს სხვებისთვისაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ებრძვიან.

საკუთარ „ჭაობში“ გაწევრიანების პირობად საქართველოს უყენებენ მოთხოვნებს: გაუქმდეს „ლგბტ თემატიკასთან ბრძოლის“ კანონები, უმრავლესობის ინტერესების დაცვის პოლიტიკა და უარი ითქვას სუვერენიტეტსა და იდენტობაზე. გლობალისტი ლიბერალების მიერ ევროსაბჭოთა კავშირად გარდაქმნილ კონგლომერატში საქართველოს ადგილი არ არის,“  — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი