ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როცა ქვეყანა ევრობიუროკრატიული გავლენების ქვეშაა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, შედეგი მძიმეა, საქართველო რომ გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ამავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 თებერვალი 2026, 15:30
“ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი,  უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: “თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე”.


კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ გეტმანეცის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ როდესაც სახელმწიფო სუვერენიტეტს კარგავს და ევრო- ბიუროკრატების გავლენის ქვეშ ექცევა მისთვის შედეგები მძიმეა.


მისივე თქმით, უკრაინის მაგალითზე კიდევ უფრო ნათელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების სისწორე, რომ “სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი -
ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად”.



“უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის, განცხადება ნათლად ასახავს სერიოზულ რისკს:
თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე.
ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ უხერხულ რეალობას:
როდესაც ქვეყანა ევრო-ბიუროკრატიული გავლენების ქვეშ ექცევა და საკუთარ პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, საბოლოო შედეგი ყოველთვის მძიმეა.
უკრაინის მაგალითი თვალწინ გვაქვს -
დიდი დაპირებები, ხმამაღალი მხარდაჭერა და ბოლოს:
ფინანსური გაურკვევლობა, რისკი სოციალურ გადახდებზე და ქვეყანა, რომელიც მუდმივად დამოკიდებული გახდა გარე გადაწყვეტილებებზე, გავცობადი ოკუპაციის პირობებში.
ამ კონტექსტში ცხადია:
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი და ბრმად გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახებ პოლიტიკას,
ჩვენც ზუსტად იმავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით.
სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი -
ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად,”- წერს კოჭლოშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი