დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 მაისი 2026, 14:40

საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია International Crisis Group-მა ფაქტობრივად უპრეცედენტო სიგნალი გაუგზავნა ბრიუსელს და პირდაპირ მიუთითა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროდეპუტატების განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი ფორმულირებები აჩვენებს, რომ ევროპულ საექსპერტო წრეებში უკვე დაიწყო საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების გადაფასება. მისი თქმით, წარსულისგან განსხვავებით, როდესაც ბრიუსელი თბილისთან „ულტიმატუმების ენით“ საუბრობდა, ახლა უფრო ხშირად ისმის მოწოდებები დიალოგის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისა და რეგიონული საფრთხეების აღიარების შესახებ.

„ საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია International Crisis Group-მა ფაქტობრივად უპრეცედენტო სიგნალი გაუგზავნა ბრიუსელს და პირდაპირ მიუთითა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროდეპუტატების განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მეტიც, ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია. უკვე თავად მსგავსი ფორმულირებების გაჟღერება აჩვენებს, რომ ევროპაში დაიწყეს იმის გააზრება - რომ საქართველოზე ზეწოლის პოლიტიკამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა - მსგავსი განცხადებები შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისმა შეწყვიტა საკუთარი თავის გარე მართვის დამოკიდებულ ობიექტად აღქმა.

სწორედ ქართული ხელისუფლების სუბიექტობამულტიმატუმებზე უარის თქმამ და ქვეყნისთვის უცხო დღის წესრიგის თავსმოხვევის მიუღებლობამ შექმნა ვითარება, როდესაც უკვე მსხვილი საერთაშორისო სტრუქტურებიც კია იძულებულნი ხდებიან საჯაროდ გადააფასონ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. თუ ადრე ბრიუსელი თბილისს ბრძანებების ენით ესაუბრებოდა, ახლა უკვე ისმის მოწოდებები დიალოგისკენ, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისა და მისი სტრატეგიული საფრთხეების აღიარებისკენ. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ International Crisis Group ცალკე უსვამს ხაზს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის და საქართველოსთან პრაგმატული თანამშრომლობის ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობას - მათ შორის სატრანზიტო მარშრუტებისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით. ეს უკვე ფაქტობრივი აღიარებაა იმისა, რომ საქართველოს გარეშე ევროკავშირი ვერ ააგებს სრულფასოვან სტრატეგიას სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. და ეს აღიარება გაჩნდა არა ვინმეს სიმპათიის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო კოლოსალურ პოლიტიკურ, მედიურ და დიპლომატიურ ზეწოლას, საკუთარი კურსის დათმობის გარეშე.

სწორედ ამიტომ დღეს ევროპულ საექსპერტო წრეებში უკვე ბედავენ იმას, რაც კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა - თავად ბრიუსელს აძლევენ ღირებულ მითითებებს საქართველოს საკითხზე. თბილისი რომ კვლავ გარე კონტროლის სისტემაში მოქცეულ პოლიტიკურ ობიექტად დარჩენილიყო, ვერავინ გაბედავდა ევროკავშირისთვის საჯაროდ მინიშნებასაც კი რიტორიკის შეცვლისა და საკუთარი შეცდომების აღიარების აუცილებლობაზე. საერთაშორისო პოლიტიკაში პატივისცემა მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც არსებობს ნება, სიმტკიცე და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უნარი მაშინაც კი, როდესაც ყველა მხრიდან ზეწოლას ახორციელებენ.“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი