დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ გარდაცვლილ სულიკო ასათიანზე: ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ჰქონდა ამოთხრილი, მკლავები ჩალურჯებული - ეტყობა, ჩამოკიდებული ჰყავდათ და ასე აწამებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 მაისი 2026, 16:51

ვიდეოკამერა დააყენეს, როგორც კი მიცვალებული ჩამოასვენეს და აფიქსირებდნენ ყველას, ვინც მოვიდოდა. იღებდნენ და მერე, ღამე აგზავნიდნენ ზოგან ნათესავს, ზოგან - ზონდერს, რომ ეს ხალხი დაეშინებინათ და აღარ მოსულიყვნენ. არავინ იყო, ერთი ათი კაცი იქნებოდა. მე ვიცოდი, რომ ფულს სთავაზობდნენ მეზობლებს, 50-50 ლარს, ვინც არ მოვიდოდა დასაფლავებაზე ისეთი ზნედაცემულები იყვნენ, ქართული რომ არაფერო ჰქონდათ, - განაცხადა პოლიტიკოსმა, დავით ლორთქიფანიძემ, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ნაწამებ და მოკლულ სულიკო ასათიანზე საუბრისას.

მან გადაცემაში “რეჟიმის ანატომია”, დეტალურად გაიხსენა სულიკო ასათიანის ცხედარზე არსებული წამების კვალი და დაზიანებები.

“ჩემი თვალით დავინახე, რასაც ქალბატონი შორენა ბრძანებს, რომ გადახადეს [ცხედარს], ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ჰქონდა ამოთხრილი - პირდაპირი მნიშვნელობით, ამოგდებულო ჰქონდა თვალი. ხელები მკლავებზე ჰქონდა ჩალურჯებული, ეტყობა ჩამოკიდებული ჰყავდათ და ასე ჩამოკიდებულს აწამებდნენ. “ზელიონკები” იმიტომ წაუსვეს, რომ მაშინ სასიცოცხლო თვისებები ჰქონდა შენარჩუნებული ჯერ კიდევ ეტყობა და იფიქრეს, რომ გადარჩებაო. რომ მოკვდა - მოკლეს, არ მინდა თქმა, რომ შემოაკვდათ - მერე უკვე მიუშვეს პროცესი და დააფარეს რაღაცები.” - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძემ ასევე გაიხსენა, რომ ოჯახის მიერ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ აღებული ნიმუშების შედარება სახელმწიფო ექსპერტიზის პასუხებთან ვერ მოხერხდა, რადგან დოკუმენტები გაანადგურეს.

“მივმართე პროკურატურას და ბატონი ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი ჩამოვიდა, მიცვალებული ამოასვენეს, გადაასვენეს ქუთაისში, მორგში. მან აიღო შესაბამისი ბიოლოგიური ანალიზები, მაგრამ, რისთვისაც უნდა შეედარებინა ეს ყველაფერი, ის აღარ იყო ფიზიკურად. არავითარი უფლება, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს არ ჰქონდა, რომ
ეს გაენადგურებინა, მაგრამ, გაანადგურა,” - განაცხადა ლორთქიფანიძემ .

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი