ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 აგვისტო 2026, 21:43

ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ჟორჟოლიანმა ხელი დააფარა ქალზე მოძალადეს, დღეს კი ქალების შეხვედრა მოაწყო და პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებში მათ როლზე ისაუბრა.

"ნანუკა ჟორჟოლიანი გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს, დღეს ქალების შეხვედრას აწყობს და ამახვილებს ყურადღებას ქალების როლზე პოლიტიკაში და სოციალურ საკითხებში.
ქალი საუბრობს ქალების ძალაზე და გაერთიანებაზე, ქალი რომელიც გვერდით არ დაუდგა ქალს.

აი, სად ვცხოვრობთ ჩვენ," - წერს კორძაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი