ირაკლი კირცხალია: ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 აგვისტო 2026, 09:32

ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კირცხალია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება.

„თარიღი, რომელიც გვიახლოვდება, გვახსენებს ტკივილს, ათასობით დანგრეულ ოჯახს, რაცა მოიტანა იმ არასწორმა და მტრულმა პოლიტიკამ, რაც აკეთა წლების განმავლობაში უსამშობლოთა გაერთიანებამ, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია. პრემიერ-მინისტრის წერილი კიდევ ერთხელ ნათლად და ხაზგასმით წარმოაჩენს რეალურად რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ყველას გვახსოვს ის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც შემდეგ მხარი დაუჭირეს და პირდაპირ დაადანაშაულეს ჩვენი გმირი ბიჭები ომის დანაშაულში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა და სრულიად გამართლდნენ ჩვენი ბიჭები. ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი. თურმე რუსულ ფულს სუნი არ უდის და უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიციები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 80-მდე სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის ენერგომატარებლები გაასხვისეს რუსულ კომპანიებზე. ამის შემდეგ ბედავენ, გამოდიან და ცდილობენ დემოკრატიის მორალი წაუკითხონ საზოგადოებას. ეს წერილი კიდევ ერთხელ იყო საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რას ნიშნავს აგენტი, უსამშობლო, რა იყო მათი სახე და რა არის დღეს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს
თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით
არქივი