სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 06 აგვისტო 2026, 08:30

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის – შპს „ტექ-2017“-ის თანამშრომლის მეშვეობით, მართლსაწინააღმდეგო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ საქართველოს მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები
კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა; დაკავებულები ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ადვოკატი - მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მესამე განაჩენი დადგა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმით, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და ის ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნუგზარ კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო
ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს
არქივი