დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 მაისი 2026, 10:29

აშშ-სთან ურთიერთობებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული სიგნალები მიუთითებს, რომ მაისში იგეგმება კონტაქტების გააქტიურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან, რაც შესაძლოა ორმხრივი დიალოგის პრაქტიკულ ეტაპზე გადასვლას ნიშნავდეს.

ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველო თანდათან გამოდის ზეწოლის ობიექტის როლიდან და ბრუნდება იმ აქტორის პოზიციაში, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ანგარიშს უწევენ.

„ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების ლიდერების მხრიდან მიღებული ოფიციალური სიგნალები ნამდვილად მიუთითებენ იმაზე, რომ მაისში იგეგმება კონტაქტების გააქტიურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან. შესაძლოა, ამ ეტაპზე საუბარი არ იყოს ოფიციალურად გამოცხადებულ ურთიერთობების „გადატვირთვაზე“, თუმცა ორმხრივი დიალოგის პრაქტიკულ ფაზაზე გადასვლა აქეთკენ გადადგმული მკაფიო ნაბიჯია.

გეოპოლიტიკაში მნიშვნელობა აქვს არა ფორმულირებებს, არამედ დინამიკას, და ეს დინამიკა აშკარად შეიცვლება უკვე მიმდინარე თვეში. საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ. აშშ-სთან ინტენსიური დიალოგის აღდგენა არ არის იდეოლოგიური საკითხი - ეს არის ინტერესების გადანაწილება: ტრანზიტი, ლოჯისტიკა, ენერგეტიკა, რეგიონული სტაბილურობა. სწორედ ამ კონფიგურაციაში იწყებს თბილისი საკუთარი სუბიექტობის გაძლიერებას - არა დეკლარაციებით, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობით.

და ეს უკვე ცვლის ყველა გარე მოთამაშის ქცევას - პირველ რიგში, რუსეთის. ამ ფონზე მოსკოვის რეაქცია პროგნოზირებადად პრაგმატულია - საქართველო კრემლისთვის გამოდის იმ „ჩვეული“ კატეგორიებიდან, რომ: „ვიღას სჭირდება“, „მუხლებზე ხოხვით დაგვიბრუნდება“ და ა.შ. მკვდარნაშობი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესაძლო ტრანსფორმაციაზე ნებისმიერი საუბარიც კი, რომელიც წამოიწყო რუსეთის საგარეო უწყებამ, არ არის უბრალოდ დიპლომატიური რიტორიკა - ეს არის მცდელობა, მოერგოს ახალ რეალობას. როდესაც პლატფორმა აღარ იძლევა ერთმხრივ უპირატესობებს, იწყება მისი „გადაწყობა“. ეს არის ირიბი აღიარება იმისა, რომ არსებული სტატუს-კვო სრულად აღარ აკმაყოფილებს რუსეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის წლების განმავლობაში მომგებიანი ბალანსი ნელ-ნელა იცვლება.

მთავარი კი ისაა, რომ მოსკოვისთვის საინტერესოა მხოლოდ (!) ის მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის წესებზე გავლენა მოახდინონ. სუსტი, დამოკიდებული და სხვის კონსტრუქციებში ჩაშენებული აქტორები არ არიან მისთვის მოლაპარაკებების სუბიექტები - ისინი მათი ობიექტები არიან. ამიტომ თბილისისთვის ერთადერთი სტრატეგიულად სწორი ხაზი არის საკუთარი ძალის ზრდა მრავალვექტორიანობის, ეკონომიკური მნიშვნელობისა და საგარეო პოლიტიკური ავტონომიის გზით. რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება საქართველო გარე ძალების თვალში, მით უფრო გაიზრდება ალბათობა, რომ მომავალში რუსეთთან დიალოგი წარიმართება არა „საქართველოს შესახებ“, არამედ საქართველოსთან და უკვე სრულიად სხვა პირობებზე აგებული,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი