ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 06:36

ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსპექტორები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან, სადაც მათ დეტალურად აცნობენ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო ეტაპის შემდგომ, უწყება ინტენსიურად დაიწყებს ინსპექტირების პროცესს.

მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება.
ინსპექტირებისას შეფასდება: კომპანიების მიერ რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვის ხარისხი; დასაქმებულთა უზრუნველყოფა სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო სათანადო პირობებით; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებულობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო
ჯაბა ხუბუა - რაკი ეკა კუპატაძემ თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
არქივი