მოკლედ - კინო მორჩა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული „ქართული ოცნებისაგან” დაკომპლექტებულ მთავრობას! დანარჩენი ლირიკაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2024, 17:56

მოკლედ - კინო მორჩა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული „ქართული ოცნებისაგან” დაკომპლექტებულ მთავრობას! დანარჩენი ლირიკაა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეუთო/ოდირის მისიის განცხადებებს სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, რა აღმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, მოსახლეობის უმრავლესობას ნაკლებად აინტერესებს.

„მოკლედ - კინო მორჩა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული „ქართული ოცნებისაგან” დაკომპლექტებულ მთავრობას! დანარჩენი ლირიკაა.
რა აღქმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, ეგ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ამ ქვეყნის უმრავლესობას!
ეუთო - „მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.”
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა - „დიდი მადლობა ყველა დელეგაციას თანამშრომლობისთვის და რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას.”
ნახვამდის, მომავალ 2028 წლის არჩევნებამდე!" - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი