ლევან ნიკოლეიშვილი: საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 მაისი 2025, 18:02

ის, ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის თქმით, ბაჩიაშვილმა იცოდა, რომ დამნაშავე იყო, ამიტომაც იბრიქებოდა, ჩაგრულის მანტია მოგდებული დროს წელავდა, ამავე დროს ისიც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი მასაც მიადგებოდა, აქეთ ოპოზიციას იქით მომიტინგეებს თავს აწონებდა თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ გაქრა, აორთქლდა.

„ის, ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო. აქ საინტერესო ის არის, რომ ბატონი ბაჩიაშვილი, რომ თავის სიმართლეში“ ოპოზიციური არხებიდან, რომ გვარწმუნებდა, თან რუსთაველზე მიმდინარე აქციების ფონზე, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა შარშანდელი თოვლივით გაიპარა და ქვეყანა დატოვა. იცოდა, რომ დამნაშავე იყო, ამიტომაც იბრიქებოდა, ჩაგრულის მანტია მოგდებული დროს წელავდა, ამავე დროს ისიც იცოდა ადრე თუ გვიან სამართალი მასაც მიადგებოდა, აქეთ ოპოზიციას იქით მომიტინგეებს თავს აწონებდა თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ გაქრა, აორთქლდა, საკითხავია როდემდის?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი