ევროკავშირის კანონმდებლობა დამოუკიდებელი ქვეყნის კანონზე უპირატესია, ეს ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნებისგან ითხოვს არა მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დათმობასაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ნოემბერი 2025, 16:52

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად გაფორმდა სხვა წევრ სახელმწიფოში. სასამართლომ პოლონეთი გაამტყუნა, რადგან პოლონეთმა გერმანიაში გაფორმებული ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება არ აღიარა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა ქვეყნის მტკიცე პოზიცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ - მიუხედავად განცხადებებისა, ევროკავშირი მსგავს მოთხოვნებს რეალურად აყენებს, რაც საქართველოსთვის აშკარა წითელი ხაზია.

„ევროკრეტინების ცნობილი ფრაზა გახსოვთ? „არავინ გვაიძულებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას!“ „ევროპელები საქართველოსგან არაფერს ითხოვენ“ და ა.შ.

მიუხედავად მსგავსი რიტორიკისა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად გაფორმდა სხვა წევრ სახელმწიფოში. სასამართლომ პოლონეთი გაამტყუნა, რადგან პოლონეთმა გერმანიაში გაფორმებული ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება არ აღიარა.

ცხადი ხდება საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა, სწორედ საქართველოს მიერ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლაა.

მიუხედავად სიტყვებისა, რომ საქართველოსგან ამას არავინ ითხოვს, ფაქტი აშკარაა: ევროკავშირი პოლონეთს სთხოვს საკუთარი კანონმდებლობის უგულებელყოფასა და ერთნაირსქესიანი კავშირის აღიარებას, რაც, ჩემი აზრით, წითელი ხაზია.

რადგანაც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა არცერთი გაერთიანების კანონმდებლობა არ უნდა იდგეს, თუ ევროკავშირის კანონმდებლობა დამოუკიდებელი ქვეყნის კანონზე უპირატესია, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყნებისგან ითხოვს არა მხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არამედ დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დათმობასაც“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი