აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 დეკემბერი 2025, 15:57

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით. სასამართლომ პრაქტიკულად უარი თქვა დისკუსიაზე და განხილვის გარეშე დახურა საქმე, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკითხი უკვე ერთხელ და სამუდამოდ „პირუთვნელ ჭეშმარიტებად“ არის გამოცხადებული, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, კენტუკის შტატის ყოფილი მოსამართლის საქმე აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა აღარ ცდილობს განსხვავებული არგუმენტების შეფასებას, არამედ მხოლოდ ერთ, უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციას იცავს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით. სასამართლომ პრაქტიკულად უარი თქვა დისკუსიაზე და განხილვის გარეშე დახურა საქმე, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკითხი უკვე ერთხელ და სამუდამოდ „პირუთვნელ ჭეშმარიტებად“ არის გამოცხადებული.

კენტუკის შტატის ყოფილი მოსამართლის საქმე აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა აღარ ცდილობს განსხვავებული არგუმენტების შეფასებას, არამედ მხოლოდ ერთ, უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციას იცავს. როდესაც უზენაესი ინსტანცია არ განიხილავს არც სამართლებრივ წინააღმდეგობებს და არც ქვედა სასამართლოების გადაწყვეტილებების პროპორციულობას, ჩნდება განცდა, რომ სასამართლო აღქმების ტყვეობაში არის, რომლისთვის ფაქტები მეორე ხარისხოვანი გახდა და ლიბერალური დღის წესრიგის მძევლად იქცა.

განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ სასამართლო პრაქტიკულად გამორიცხავს შესაძლებლობას, მომავალში გადაიხედოს საკუთარი ისტორიული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი დებატი და ღირებულებითი კონფლიქტები არ შეწყვეტილა. თავის მხრივ ისტორიული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება, მაგრამ სამწუხაროდ აშშ-ს უზენაესი სასამართლო, საკუთარი გადაწყვეტილების სიმახინჯეს, ისტორიული კონტექსტის მინიჭებით ფარავს და საზოგადოებას შინაარსში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.”- წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი