დიმიტრი სამხარაძე: მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 დეკემბერი 2025, 20:47

კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები? მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სუს-ი ორიენტირებულია სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაზე, რასაც საქართველოს თითოეული სამართლიანი მოქალაქე აღიარებს.

სამხარაძე ულოცავს მამუკა მდინარაძეს კანონით მინიჭებულ წოდებას და მადლობას უცდის პრემიერ ირაკლი კობახიძეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.

„კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები? მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის! კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა, ტერორისტული აქტების განეიტრალება!!! მარტო, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღკვეთილი ტერაქტი რად ღირს, ვინ იცის საქართველოს რამდენი მოქალაქე შეეწირებოდა. ის, რომ დღეს უსაფრთხოების სამსახური ორიენტირებულია ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაზე, ამას საქართველოს თითოეული სამართლიანი მოქალაქე აღიარებს და თავსაც დაცულად გრძნობს! ის, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია და არავის ეპატიება კორუფციული გარიგებებით სახელმწიფოს ავნოს, ესეც ყველამ იცის! ამიტომ, ვულოცავ მამუკა მდინარაძეს კანონით მინიჭებულ წოდებას და მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის! მალე გენერლობა მოგველოცოს! დღეს საქართველო უფრო დაცულია და დროა, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის მცველები არიან“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი