გავყვეთ ამ ჩვენს დროსა და ადგილს, მივხედოთ ეკონომიკას, სტაბილურობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენ სავსებით ჩავჯდებით ტრამპისეულ მრავალვექტორული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 იანვარი 2026, 19:13

გავყვეთ ამ ჩვენს დროსა და ადგილს, მივხედოთ ეკონომიკას, სტაბილურობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენ სავსებით ჩავჯდებით ტრამპისეულ ახალ სტრატეგიაში, მრავალვექტორული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში, რომელშიც საქართველოს ყოველთვის ექნება თავისი მნიშვნელოვანი ადგილი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ქართველიშვილმა გადაცემაში გლობალური ვითარება მიმოიხილა.

„ტრამპს შეიძლება შეედავო ბევრ რამეში, მაგრამ დავოსში მისი ჩასვლა და სიტყვით გამოსვლა ეპოქალური იყო. ამაში ამოვიკითხე დასამარება დავოსის, როგორც გლობალური დღის წესრიგის. ტრამპი სთავაზობს პრაგმატიზმის რელსებზე გადაიყვანოს მსოფლიო და ყველა ის სუბიექტი, რომელსაც დღეს ძალუძს გაყვეს პრაგმატიზმის გზას. ტრამპი დღეს არც იმას მალავს, რომ მისთვის მთავარია და უპირველეს ყოვლისაა ამერიკა, მისი ეკონომიკური ინტერესები, პოლიტიკური წონა და ადგილი მსოფლიოში და სთავაზობს ყველას, რომ შეეშვას იმ დრომოჭმულ ორგანიზაციებში გაწევრიანებას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დონორი თავად აშშ-ი იყო და ეს ურთიერთობები გადაიყვანოს, მათ შორის ნატო-სთან, გაერო-სთან იმ საკონტრაქტო საფუძვლებზე, სადაც ამერიკა ყველას დაეხმარება, მაგრამ არა - უსასყიდლოდ. ამ კლუბში გაწევრიანება ტრამპმა უკვე შესთავაზა მსოფლიოს 60-მდე ლიდერს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს. რამდენად არის დრო დღეს საქართველომ გამოხატოს თავისი პოზიცია ამ ახალ რეალიებთან დაკავშირებით, მგონია რომ ძალიან ნაადრევია.

ჩვენი დრო და ადგილი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. სამიოდე დღის წინ ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან დროსა და ადგილს როგორც დერეფნის ერთ-ერთ რგოლს. ჩვენ ეს პოზიცია უნდა გავაძლიეროთ. მითუმეტეს, ისიც ილუზია აღმოჩნდა, რითაც გვაშინებდნენ ჩვენი დესტრუქციული ძალები, რომ მთლად მაინცდამაინც ჩინეთთან სტრატეგიულ თამაშებს შეეშვით, რადგან ამერიკა განაწყენდებაო. გავყვეთ ამ ჩვენს დროსა და ადგილს, მივხედოთ ეკონომიკას, სტაბილურობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენ სავსებით ჩავჯდებით ტრამპისეულ ახალ სტრატეგიაში, მრავალვექტორული მსოფლიოს ჩამოყალიბებაში, რომელშიც საქართველოს ყოველთვის ექნება თავისი მნიშვნელოვანი ადგილი“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი