ანჯაფარიძე: რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, დებატებს აზრი დაუკარგოს, შეიძლება ვიხილოთ სხვადასხვა სცენები, რომ ოპონენტები წყობიდან გამოიყვანონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 თებერვალი 2026, 11:39
რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, რომ საჯარო დებატებს აზრი დაუკარგოს, გაატრიზავოს, საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაციის მიზნით, რომ მერე თავად ხელისუფლებას ათქმევინოს მათზე უარი, მერე თქვას რომ ხელისუფლებამ დებატებს ვერ გაუძლო და ა.შ., - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მომდევნო დღეებში შეიძლება ვიხილოთ პირდაპირ ეთერში ოპოზიციონერი მოდებატეების მიერ დადგმული სხვადასხვა სცენები, რომ ოპონენტი წყობიდან გამოიყვანონ, როგორც არაერთხელ გვინახავს ახლო წარსულში. 

“რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, რომ საჯარო დებატებს აზრი დაუკარგოს, გაატრიზავოს, საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაციის მიზნით, რომ მერე თავად ხელისუფლებას ათქმევინოს მათზე უარი, მერე თქვას რომ ხელისუფლებამ დებატებს ვერ გაუძლო და ა.შ.

ასე რომ, მომდევნო დღეებში შეიძლება ვიხილოთ პირდაპირ ეთერში ოპოზიციონერი მოდებატეების მიერ დადგმული სხვადასხვა სცენები, რომ ოპონენტი წყობიდან გამოიყვანონ, როგორც არაერთხელ გვინახავს ახლო წარსულში. 

თუმცა, ისინი ჩანს მაინც ვერ ხვდებიან მთავარს, რომ თუ ასე მოიქცევიან, კიდევ უფრო მეტ ხალხს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა: ესენი გვინდა ხელისუფლებაში?” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი