სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა. მაწაკობა სისულელეებში, რომლის წახალისებაც პრიზებით ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 თებერვალი 2026, 21:22

„მოხეტიალე რუსულმა ინტერნეტ-მემმა ენჯეო-მედიას, ამჯერად “პუბლიკას”, რომლის დონორებიც წუხხან მედიაგარემოს გაუარესებაზე ხოლმე, “პატალა ტრიუკი” მოაფიქრებინა: - “მოდი მსგავსი კადრები გადავიღოთ, გამოვდოთ, დავტროლოთ, პარლამენტში გაბრაზდებიან და აგვიკრძალავენ გადაღებას. მერე ჩვენ გავიქცევით დონორთან, ვეტყვით რომ გვზღუდავენ და თან ვანახებთ როგორ გვებრძვიან რრრრუსული მეთოდებით”- წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან “პუბლიკას” მიერ გავრცელებული ფოტოების შესახებ, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უხერხული მომენტებია ასახული.

ნიკოლაშვილი თვლის, რომ აღნიშნული წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც ემსახურება არა საზოგადოებრივ ინტერესს, არამედ დონორებისთვის თავიანთი არგუმენტების გამყარებას, რომ თითქოს საქართველოში მედიას ზღუდავენ.

ის ასევე ამბობს, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებაში სწორედ რომ ევროპელების ფული იხარჯება.

„ინტერნეტში ტრიალებს ცნობილი კოლაჟი რუსეთის დუმიდან, სადაც შეგროვებულია ის უხერხული თუ სახასიათო კადრები, რომელიც წლების განმავლობაში მოხვდა ფოტოობიექტივში და გარკვეულ კონტექსტთან თუ გარემოსთან კონტრასტულ უხერხულობას ქმნის.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანო აკრძალავს ფოტოგადაღებას, რათა სამომავლოდ თავი დაიზღვიოს ამგვარი გაპარული კადრებისგან.

ეს შესავალი საჭიროა იმ მექანიზმის აღსაწერად, რათა კარგად გაიგოთ როგორ მუშაობს მედია-პროპაგანდა, თავს რომ ობიექტურობა-მიუკერძოებლობის სტანდარტსა და დასავლური ფასეულობების დაცვაზე დებს.

მოხეტიალე რუსულმა ინტერნეტ-მემმა ენჯეო-მედიას, ამჯერად “პუბლიკას”, რომლის დონორებიც წუხხან მედიაგარემოს გაუარესებაზე ხოლმე, “პატალა ტრიუკი” მოაფიქრებინა: - “მოდი მსგავსი კადრები გადავიღოთ, გამოვდოთ, დავტროლოთ, პარლამენტში გაბრაზდებიან და აგვიკრძალავენ გადაღებას. მერე ჩვენ გავიქცევით დონორთან, ვეტყვით რომ გვზღუდავენ და თან ვანახებთ როგორ გვებრძვიან რრრრუსული მეთოდებით”.

ნუ გიკვირთ ასეთი გონებაშეზღუდულობის, ხდება. ამგვარი გონებრივი კონსტიტუციის ხალხს სპეციალურად აგროვებენ.

წარმოიდგინეთ, აღნიშნული სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც ერთი სხდომის ფარგლებში უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი სრული მასალა. საათების განმავლობაში ეს საცოდავი ფოტოგრაფი ნადირობდა კადრებზე, ხან ვასილ ჩიგოგიძეს შეაჩერდა ხახაში და ხან ზარქუას ჩაუსაფრდა დახამხამებულ თვალზე.

დღის ბოლოს კი ნაგვითა და ჭუჭყით სავსე კამერით გასწია რედაქციისკენ. რედაქტორთან ერთად ეს ჭუჭყი (მედია ენაზე ასე ეწოდება უვარგის კადრებს) ხომ ქექა, მერე თავის ევრო-პორტალზე ნიუსადაც გადაფუთა.

ეს ფოტოგრაფი მინდია გაბაძეა. ცოტა ხნის წინ ევროკავშირის პრიზი მიიღო, ალბათ თავდადებული მსახურებისთვის. დიახ, სწორედ ევროპელების ფული იხარჯება ამ უაზრო ვითომ-მაწაკობა სისულელეებში, რომლის წახალისებაც პრიზებით ხდება.

მერე უკვირთ, დონორი რა შუაშიაო.
შუაში კი არა, თავშია.

პ.ს. 13 წლის წინანდელი რუსული კოლაჟი (“პუბლიკის” ინსპირაციის საცოდავი წყარო) იხილეთ პირველივე კომენტარში” - წერს ნიკოლაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი