ზაალ ანჯაფარიძე გაერთიანებული სამეფოს ელჩის განცხადებაზე: გვიკრძალავენ რუსეთიდან ენერგორესურსებისა და სხვა პროდუქციის შესყიდვას ისე, რომ არავითარ დახმარებას ან ალტერნატივას არ გვთავაზობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 თებერვალი 2026, 12:18
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს ელჩის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი - ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით.“

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოს უკრძალავენ რუსეთიდან ენერგორესურსებისა და სხვა პროდუქციის შესყიდვას ისე, რომ არავითარ დახმარებას ან ალტერნატივას არ სთავაზობენ და არც აინტერესებთ, რა დაემართება ჩვენს ეკონომიკას, ფასებს თუ მოქალაქეთა ცხოვრების დონეს.

„ უკრაინაში ომის მეოთხე წლისთავზეც,  საქართველოსთან მიმართებაში ევროპელები ისევ "იქ დგანან" და "სხვანაირად არ შეუძლიათ." 
ელჩი ამბობს, ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი საქართველოსათვის! ანუ გვიკრძალავენ რუსეთიდან ენერგორესურსების და სხვა პროდუქციის შესყიდვას (თავად კარგად ყიდულობენ!), ისე რომ არავითარ დახმარებას ან ალტერნატივას არ გვთავაზობენ. 
არც აინტერესებთ და არც აწუხებთ რა დაემართება ჩვენს ეკონომიკას, ფასებს, მოქალაქეთა ცხოვრების დონეს და კიდევ ბევრ სხვა სფეროს.
ეს კი  იმიტომ ხდება, რომ მთელი ევროპა, როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიარტომ განაცხადა, "სამხედრო ფანატიზმით" არის შეპყრობილი და ეტყობა უნდათ, რომ ეს ფანატიზმი ჩვენც გადმოგვედოს.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი