დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხის მდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 14 აპრილი 2026, 15:52

„ბრიუსელი იმდენადაა მძევლობაში თავისი რიტორიკის და ლოზუნგების, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში აგრესიული და ცილისმწამებლური რიტორიკით ბრიუსელმა აქამდე ვერ მიაღწია ხელშესახებ მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევს.

„დღეს საქართველოს მომავალი იმაშია, რომ ყველას სჭირდება - აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს. ჩვენს გარშემო რეგიონში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ დროებით თუ მუდმივად გვეძლევა უნიკალური მონოპოლისტის ფუნქცია მოვამარაგოთ აღმოსავლეთიდან ევროპა და იგივე უნგრეთი ციფრული, ტექნიკური, ენერგეტიკული კუთხით. ასევე, საქართველო თავის წამყვან ადგილს მიიღებს მსოფლიოს მწვანე ენერგეტიკის მომარაგების საკითხში, რაც აქამდე არ გაჟღერებულა ევროპის მხრიდან. დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხმდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის.

ბრიუსელს ეს ყველაფერი ესმის, მაგრამ იმდენადაა თავისი რიტორიკის და ლოზუნგების მძევლობაში, რომ შესაძლოა ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს, ისევე, როგორც ევროპარლამენტის სარეკომენდაციო ხასიათის 4-5 უსამართლო რეზოლუცია იყო, საიდანაც პრაქტიკულ ჭრილში ვერაფერი გადაიტანეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეუჩერეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა. ეს იყო სულ მთელი ამ წლების აგრესიული რიტორიკის შედეგი? ან რომელ საკვანძო საკითხში მიაღწიეს საწადელს და რომელი ბავშვზე თუ ხალხზე ორიენტირებული კანონი გაგვაუქმებინეს? ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად და ურთიერთობების გართულების მოლოდინი ბრიუსელის მხრიდან არ მაქვს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი