დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება, უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 27 მაისი 2026, 19:44
ჩემი აზრით, ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება. უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა,  „დღის ამბებში“  ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბრისას. 

ზურაბიშვილი აკრიტიკებს ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიას და  ასახელებს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება 2003 წლის რევოლუციის ანალოგის განხორციელება.  

ზურაბიშვილის თქმით,  ოპოზიციას არასწორი ტაქტიკა აქვს არჩეული, რამდენადაც მხოლოდ ერთი მკვეთრი დარტყმით დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც მყარად  დგას,  ვერაფერს დააკლებს და საჭიროა განსხვავებული მეთოდებით ბრძოლა, მათ შორის,   მომხრეთა რიგების გაფართოება. 

„რა დიდი აქციაც არ უნდა ჩატარდეს, 2 წლის წინ 11 მაისს რომ იყო აქ აქცია იმაზე დიდი უბრალოდ ვერ ჩატარდება ერთ ქალაქში, შეუძლებელია ისეთი აქცია ჩატარდეს. ასე ხელისუფლება არ წაილეკება, თუ ჩვენ გვინდა ანალოგია 2003 წელთან, მაინცდამაინც, მაშინ ეს უნდა იყოს ასე , რომ  მაშინ  უნდა იყოს დანგრეული  ეკონომიკა ქვეყანაში, პენსიებს ვერ უნდა იღებდეს ხალხი, ხელფასებს ვერ უნდა იღებდეს, კრიმინალი უნდა იყოს ახლა რომ არის იმაზე 10-ჯერ უფრო უარესი სიტუაცია და თვითონ ხელისუფლებაში შიგნით, ძალოვან სტრუქტურებში უნდა იყოს ........ ასეთ  უბედურებას და აპოკალიფსს თუ წარმოვიდგენთ  და 2003 წლის ნოემბერში ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო: უკიდურესი გაჭირვება, უკიდურესად მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები და მე თვითონ რევოლუციის   მონაწილე ვარ იმ მოვლენების და ქალაქის პოლიციის სამმართველო და უშიშროების სამინისტრო იყო რევოლუციის მხარეს და ახლა თუ ასე იქნა კი ჩამოაგდებ. მაგრამ  ეს ასე იქნება?!  თუ ხელისუფლება ფლობს ძალოვან სტრუქტურებს ასე თუ ისე და მატერიალურადაც ამარაგებს მათ, ასეთი ხელისუფლების დამარცხება ასე შუბლით შეჯახებით თითქმის არის შეუძლებელი. 

თუ ჩვენ გვინდა გამოვიწვიოთ ჩამოშლა, რასაც ესენი [ოპოზიცია]  ცდილობენ ეს არ მოხდება ასეთი მკვეთრი დარტყმით. ეს მოხდება უფრო „მრავალპლანიანი“ დარტყმით. როცა საჭიროა მკვეთრად რომ უნდა დაარტყა, როცა საჭიროა ცოტა სხვა მეთოდები უნდა მოსინჯო, უნდა გააფართოო რაც შეიძლება მომხრეთა რიგები. ანუ უნდა იმუშაო იმ ხალხზე, ვინც არ არის აქტიურად ჩართული დღეს წინააღმდეგობის მოძრაობაში“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი