დავით ჩიხელიძე: სალომე სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ივნისი 2026, 12:31

სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის – 2%-ით, ხოლო მოლდოვის – 2%-ით.

მისივე შეფასებით, დღეს რომ სალომე სამადაშვილი და რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში წარმატებაზე საუბარი რთულია.

„სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება. სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა. არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება: საქართველო – $11,570 მოლდოვა – $9,350 უკრაინა – $6,980 რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის – 2%-ით, ხოლო მოლდოვის – 2%-ით. სწორედ ეს არის მშვიდობის, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული, სუვერენული კურსის შედეგი. როდესაც არ აჰყვები გარე ძალების მოწოდებებს და ბოლომდე იცავ საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დღის წესრიგს, შედეგიც სახეზეა, ეკონომიკური ზრდა და განვითარება.

დღეს რომ სამადაშვილი და რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში წარმატებაზე საუბარი რთულია. მათთვის მთავარი საკუთარი პოლიტიკური მფარველების მითითებების შესრულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა საქართველოს დასუსტების გზას ნიშნავს. ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული და დამოუკიდებელი საქართველოს ხილვა არც დასავლეთის და არც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გეგმებში ჯდება. სწორედ ამიტომ აღიზიანებთ საქართველოს წარმატება და დამოუკიდებელი პოლიტიკა. მათ ისევე აშინებთ დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს დანახვა, როგორც ეშმაკს ჯვრის!“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი