დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 აგვისტო 2026, 14:28

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, შეზღუდულიყო რუსული ნავთობის გადამუშავება და ექსპორტი, საქართველოს ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდა ყულევის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლამდე. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო ან ევროპელ პარტნიორებთან შევიდოდა კონფლიქტში, ან ნავთობის სექტორის დიდ ნაწილს დაკარგავდა. ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ალტერნატივების მოძიება, როგორც ყაზახეთის, ასევე ლიბიის სახით.

„პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე. ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის სიტყვებით, კრიტიკოსების მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველო მზადაა, ერთ მხრივ, შეინარჩუნოს თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და, მეორე მხრივ, დაიცვას საკუთარი ეკონომიკური ინტერესები.

„ყულევის ნავთობტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ ისტორია გუშინ არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსული ნავთობის გადამუშავებისა და ექსპორტის შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს დაახლოებით ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდა ყულევის წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლამდე. სწორედ ამ პერიოდში რადიკალური ოპოზიციის ყველაზე აქტიური ნაწილი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა თითქოს არჩევანის წინაშე დადგებოდა - ან ევროპელ პარტნიორებთან კონფლიქტში შევიდოდა, ან ნავთობის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავდა.

პროგნოზირებდნენ ეკონომიკურ შოკს, დიპლომატიურ კრიზისსა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებების ახალ ტალღას. თუმცა მოვლენები სრულიად სხვა სცენარით განვითარდა. კონფრონტაციის ნაცვლად არჩეულ იქნა მაქსიმალურად პრაგმატული მიდგომა. როგორც კი სანქციების ამოქმედების ვადა მოახლოვდა, საწარმომ ალტერნატიულ ნედლეულზე სწრაფი გადართვა დაიწყო. უკვე პირველი ცნობები მიუთითებს ყაზახური ნავთობის მიწოდებაზე და ლიბიიდანაც კი იმპორტის მომზადებაზე.
ამავე დროს, ქართულმა მხარემ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ევროპულ სტრუქტურებს, რითაც აჩვენა, რომ მზად არის იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და სიტუაცია პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს.

ეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს კი არა, სწრაფ და ეფექტიან მმართველობით გადაწყვეტილებებს ანიჭებს უპირატესობას.

საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი კონფლიქტის ნაცვლად ქვეყანამ პრაქტიკულად მყისიერი ადაპტაციის უნარი გამოავლინა. იმ სცენარის ნაცვლად, რომლის იმედიც ხელისუფლების კრიტიკოსებს ჰქონდათ, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს, შეინარჩუნოს ღია თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი