გია აბაშიძე: პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილი მკაფიოდ და არგუმენტირებულად ამბობს, რომ სუვერენულ საქართველოს ებრძვიან გარე ძალების ნაცმონები, მონას კი, საკუთარი ინიციატივა არასდროს აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 04 აგვისტო 2026, 16:53

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის ნაჩვენები, გარე ძალების გავლენა ქართულ ოპოზიციაზე.

მისივე თქმით, „ნაცოპოზიციამ“, მისმა განშტოებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მკვეთრი ანტირუსული პოზიცია მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიკავეს.

„პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილი მკაფიოდ და არგუმენტირებულად ამბობს, რომ სუვერენულ საქართველოს ებრძვიან გარე ძალების ნაცმონები. მონას კი საკუთარი ინიციატივა არასდროს აქვს.

2008 წლის ომისა და ოკუპაციის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ რუსეთთან ვიზები გააუქმა, ეკონომიკური/კულტურული კავშირები გააღრმავა და რუსულ კაპიტალს მიესალმა.

ნაცოპოზიციამ და მისმა განშტოებებმა, ე.წ. NGO-ებმა, მკვეთრი ანტირუსული პოზიცია მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიკავეს.

პრემიერ კობახიძის ზუსტი შეფასებით, ეს ჯგუფები გარე ძალების („დიფ სთეითის“) ინსტრუქციებით მოქმედებენ და 2008 წელს „რუსოფობია“ დავალებული არ ჰქონდათ.

ქართული ეროვნული ხელისუფლების პრიორიტეტი მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და განვითარებაა. გარე დამკვეთებისგან „ორგოშიანად“ ქცეულ ნაცრადიკალებს ხვალ რომ კიმ ჩენ ინის გაკერპება დაავალონ, მყისიერად შეასრულებენ“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი