Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
488 05 აგვისტო 2026, 12:24

აშშ უკრაინასთან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინისთვის Patriot PAC-3-ის ტიპის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭებაა. კიევი ცდილობს ან თავად დაიწყოს რაკეტების წარმოება, ან, სულ მცირე, მიიღოს მათი კომპონენტების დამზადებისა და ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში, საბოლოო აწყობის შესაძლებლობა.

Reuters-ის ცნობით, ივლისში ნატოს სამიტზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ასეთი შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. წყაროების განცხადებით, პრეზიდენტს შეშფოთება აშშ-ის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების დაცვის საკითხმა გაუჩინა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩი ნატოში მეთიუ უიტაკერი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთ განსახილველ ვარიანტად უკრაინის აშშ-ევროპის ერთობლივ Patriot-ის საწარმოო პროგრამაში ჩართვა განიხილება. ასევე მუშავდება შედარებით იაფი რაკეტის შექმნის შესაძლებლობაც. პროცესში ჩართულია ამერიკული თავდაცვითი კომპანია Lockheed Martin და განიხილება ახალი ACE-ის ტიპის რაკეტის კონცეფციაც.

წყაროების შეფასებით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი მისი განხორციელება სწრაფად ვერ მოხდება. ლიცენზირების, ტექნოლოგიების გადაცემისა და საწარმოო ხაზების შექმნის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელს გასტანს.

ამ ეტაპზე უკრაინა პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი მარაგებიდან Patriot-ის რაკეტები გადასცენ, რადგან რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით გახშირებული თავდასხმების ფონზე ქვეყანას მათი მწვავე დეფიციტი აქვს.

Reuters-ის ცნობით, Patriot-ის რაკეტების გლობალური მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის ირანთან ომის პერიოდში მათი ინტენსიური გამოყენების გამო, რაც უკრაინისთვის დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას კიდევ უფრო ართულებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით
ზაზა შათირიშვილი: იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“
ზაზა შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ, საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე
ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს
არქივი