ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 12:11

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა კობალაძის თქმით, ბარამიძის ეს განცხადება „არ არის მხოლოდ ვეტერანებისთვის სილის გაწვნა, ეს არის ყველანაირი პერსპექტივის მოსპობის მცდელობა ქვეყნისთვის“.

„უცებ გამოდის ეს მაკრუსუნე ელემენტი და ხელაღებით საუბრობს, თურმე რუსული დისციპლინის ქვეშ მყოფი შემადგენლობა გაცილებით უფრო ღირსეულად აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს და ტყვეების მიმართ ბევრად უფრო შემნდობები იყვნენ, ვიდრე ქართველები და საქართველოს მხარეს მებრძოლი ის ადამიანები, რომლებიც მართლა უდიდესი მისიით იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის. ასეთი ბრალდება ჩვენს მოწინააღმდეგეს არ წაუყენებია ჩვენთვის, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღირსებით მებრძოლი ადამიანები.

საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ ჩვენ საკმაოდ მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ დაახლოება ერთმანეთთან. დაღუპულების გადმოსვენების პროცესში უდიდესი თანადგომა აქვს აფხაზურ მხარეს, საკმაოდ დიდი და იმედიანი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს ჩვენს შვილებს შორის. როდესაც სახელმწიფო ვერ ჩაითრიეს ომში, ახლა გააჟღერეს აბსოლუტურად უაზრო ბრალდება. ჩვენ ერთობლივი განცხადებით აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ დაგვეხმარონ შესაბამისი კომპეტენტური მოკვლევის ჩატარებაში, მოვითხოვთ, გაგვარკვიოს ჭეშმარიტებაში“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ვაჟა სირაძე: სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მაგალითისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტები დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წლამდე პერიოდში
ირაკლი კობახიძე: დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის
ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ
არქივი