ზურაბ ქადაგიძე - ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 მაისი 2024, 19:39
გაინტერესებთ რეალურად რა პროცესების წახალისება მიდის საქართველოში და რატომაა, რომ ასე გამალებით მიდის რადიკალიზაციის პედალირება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან? აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას აშშ-ის პარტნიორებისადმი - ყურადღება მიაქციონ ჩინეთის დღის წესრიგს ევროპაში.

მისი თქმით, ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ევროპაში, კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკისთვის და სანამ საქართველოში სიმშვიდეა, მანამდე იქნება პრობლემა ჩინურ-ევროპული პერსპექტივები.

მისივე თქმით,   საქართველოში არეულობისა და ერთადერთი მშვიდობიანი დერეფნის აფეთქების შემთხვევაში, ყველანაირ აქტუალობას დაკარგავს ჩინეთის ძალისხმევა, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს აზია ევროპასთან სრულფასოვან კავშირს.

„გაინტერესებთ რეალურად რა პროცესების წახალისება მიდის საქართველოში და რატომაა, რომ ასე გამალებით მიდის რადიკალიზაციის პედალირება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან?
აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის, როდის დალაგდება სიტუაცია გარდა ერთისა - კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის.
სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო და მცდელობას არავინ აკლებს, რომ ერთადერთი პერსპექტიული და მშვიდობიანი ხიდი აზიიდან ევროპაში აფეთქებულ იქნას , რათა მთელი ევროპა დამოკიდებული გახდეს აშშ-ზე.
ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ევროპაში, კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკისთვის და სანამ საქართველოში სიმშვიდეა, მანამდე იქნება პრობლემა ჩინურ-ევროპული პერსპექტივები, ხოლო საქართველოში არეულობისა და ერთადერთი მშვიდობიანი დერეფნის აფეთქების შემთხვევაში, ყველანაირ აქტუალობას დაკარგავს ჩინეთის ძალისხმევა, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს აზია, ევროპასთან სრულფასოვან კავშირს.
ასე რომ ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით თუ რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ“,  - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი