ლევან ნიკოლეიშვილი "Politico"-ს ინფორმაციაზე: ჩვენს სახელმწიფოს არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან, თუ ამერიკელებს სურთ ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება, ლობისტების ვირტუალურ აღქმებს არ უნდა დაეყრდნონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 მაისი 2024, 12:32

ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო ურთიერთობებისა და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო საკითხებს - მივესალმებით, ოღონდ სავაჭრო პირობად არ დავაყენებდით. აქედან გამომდინარე, აშშ-მა სწორედ თავის ლამის განუსაზღვრელი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გაანალიზოს საქართველოში არსებული რეალური ვითარება, - ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

ექსპერტისთვის გაუგებარია, თუ რატომ იწუნებენ ამერიკელები გაცილებით ლმობიერ გამჭვირვალობის კანონს საქართველოში, როდესაც აშშ-ში იგი ბევრად უფრო მკაცრი სახით მოქმედებს. მისივე თქმით, ქართულ სახელმწიფოს არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან და ქართული კანონიც სრულად ჯდება დემოკრატიულობის ჩარჩოებში.

ამერიკის შეერთებული შტატები რომ ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა, თავის ეკონომიკური თუ სამხედრო სიძლიერით, თავისი რესურსებით ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ამჯერად, რესურსებზე საუბრისას მინდა ყურადღება არა ბუნებრივ რესურსებზე, არამედ პოლიტიკურ რესურსებზე და შესაძლებლობაზე გავამახვილო, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, თუ რა სახის ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გაანალიზება ხელეწიფებათ თუნდაც საგარეო მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ცხადია, მათ ძალიან კარგად იციან მათი ინტერესის არეალში მოხვედრილ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური რეალობა. მეორე, თუ ვიღაც ვიღაცებს ამ რეალობის ისე დანახვა არ სურთ და მაინც ცდილობენ მოვლენები არც თუ ისე ზუსტად შეაფასონ და შესაბამისად გეგმები რბილად, რომ ვთქვათ, არასერიოზულად ჩანს. სხვა რა უნდა ვთქვათ, პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთი კონგრესმენის მიერ სავაჭროდ შემოგდებულია ისეთი თემა, როგორიც სუვერენიტეტის საკითხია. გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაიწუნო გაცილებით ლმობიერი ქართული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უფრო მკაცრი სახით შენც გაგაჩნია და ლამის უკვე მთელ ევროპასაც. ჩვენ სახელმწიფოს არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან და ქართული კანონიც, სრულად ჯდება დემოკრატიულობის ჩარჩოებში. თუკი ამერიკელებს სურთ ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება, პირველ რიგში ლობისტების ვირტუალური რეალობის აღქმებს არ უნდა დაეყრდნონ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო ურთიერთობებისა და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო საკითხებს - მივესალმებით, ოღონდ სავაჭრო პირობად არ დავაყენებდით. სწორედ აქედან გამომდინარე, აშშ-მ სწორედ თავის ლამის განუსაზღვრელი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა შეხედოს და გაანალიზოს საქართველოში არსებული რეალური ვითარება. შედეგად კი ზუსტად ეცოდინებოდა ორმხრივი სტრატეგიული მეგობრობის ურთიერთსასარგებლო და მისაღები წინადადებები“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი