ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2026, 07:57

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ლატვიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს რიგა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ლატვია გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსული საოკუპაციო ძალისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, დასძინეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი