„არაბიზაციას" გარეთ ტყუილად ნუ ეძებთ - თქვენი მცირემორწმუნეობითა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, სარგებლობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2025, 10:32

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც სხვადასხვა, დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს და იჯერებს.

„ვინც „აწვებით“ „აქსიომას", რომ ღმერთი არა არს მოწყალე, არამედ, სჯის; რომ ღვთისმშობელმა მიატოვა იბერია და წილხვდომილობაში აშ-შაიმა ბინტ ალ-ჰარისს გადასცა; ვინც სამების საკათედრო ტაძრის გუშინდელ აღმშენებელს, პატრიოტს და მეცენატს, ხვალინდელი გრანდიოზული მეჩეთის პრარაბად მოიხსენიებთ; ვინც ამ ხელისუფლებას გაუგონარ, საუკუნვან ღალატში სდებთ ბრალს; ვინც უარყოფს წმ. ზოსიმეს ენაზე ბოლო ჟამს ცხვრებისა და თიკნების განსჯის წინასწარმეტყველებას; ვინც ქართული ენის არაბულად ჩანაცვლებას პროგნოზირებთ... მოკლედ, ნეო-დემიურგების სექტა იქნება თუ პროცენტნახევრიანი პარტიების წევრები - თქვენი „ცბიერ/უკანალებიანი" შეკითხვებით მიმართეთ მითითებულ მისამართებს. ჩემთან კედელზე, შეძახილით- "ტფუი ეშმაკს" და "მართლუკუნ, სატანავ, განვედი ჩემგან" - ავტომატურად დაბლოკილები იქნებით. შეკითხვის ავტორებს: „რა გვეშველება?" და „გვეშველება რამე?" - აქამდე რეკომენდირებულ მისამართებს გავუმეორებ: გამოცდილი ფსიქოლოგი (ძვირია), ან, მორწმუნე მღვდელი.

„არაბიზაციას" გარეთ ტყუილად ნუ ეძებთ - თქვენი მცირემორწმუნეობითა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, გამოცდილი მანიპულატორები ოსტატურად სარგებლობენ. მაგრამ, „არაბიზაცია" თითოეულის გულში ეძებეთ, საიდანაც ნებაყოფლობით უფალი განდევნეთ და არა მის სიყვარულში, არამედ, ყოველდღიურ შიშებში ცხოვრობთ. ასე ხდება ხოლმე გულიდან უფლის განდევნით, ცხონების გზიდან გადმოსვლით, შიში გეუფლება. უფლის დაბრუნება, მასთან დაკაკუნება და ლუციფერის დამარცხება ლოცვითა და მარხვით თქვენ არ გინდათ, ამიტომ, სულ ცოტა, მე თავი გამანებეთ. ჩემს უფალს, ჩემს საქართველოს, ჩემს იმედს, ნდობას და სიყვარულს მის მიმართ არაფერი ემუქრება. თქვენ იკითხეთ - „არაბიზაცია" თქვენშია...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი