„კვლევები“, რასაც აქაური ენჯეოები აქვეყნებენ, ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსიაა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 დეკემბერი 2025, 13:39

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ ამდენი უპრეცედენტო შიდა და გარე შემოტევების ფონზე, ქართულმა სახელმწიფომ, მედეგობის მაღალი დონე აჩვენა.

ანალიტიკოსის შეფასებით, რეალურად, საქართველო აბარებს გამოცდებს სახელმწიფოებრიობის მდგრადობაზე და ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა სამომავლო სახელმწიფო მშენებლობის კუთხით.

„ასეთი რეიტინგები ბევრ სხვა რამესთან ერთად აჩვენებს, რომ ის ე.წ. „კვლევები“ რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, რომ თითქოს ყველაფერი ჩამოიშალა, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს „კვლევით“ შეფუთული საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით. შესაბამისად, სახელმწიფო ლოგიკურად ცდილობს თავი დაიცვას.

აღნიშნული კვლევა, სხვათა შორის, აჩვენებს იმასაც, რომ ამდენი, მე ვიტყოდი უპრეცედენტო შიდა და გარე შემოტევების ფონზე, ჩვენმა სახელმწიფომ მედეგობის მაღალი დონე აჩვენა. რეალურად, ჩვენ ვაბარებთ გამოცდებს სახელმწიფოებრიობის მდგრადობაზე. და ეს ჩემი აზრით ფასდაუდებელი გამოცდილებაა სამომავლო სახელმწიფო მშენებლობის კუთხით,“ - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი