ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პირებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას არ იღებდა: ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე - არაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 დეკემბერი 2025, 14:03

„ხალხი ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმიანება.

ახალაია, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა, ამ ადამიანებთან, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, სახელმწიფოს გადატრიალებას? - ახალაია პასუხობს, “ეგ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.

მეგრელიშვილმა ახალაიას პასუხი მიიჩნია იმის დასტურად, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა ნამდვილად გეგმავდნენ სახელმწიფოს გადატრიალებას, ხოლო თვითონ არა.

„ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე - არაო”, - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი