გია აბაშიძე: საკუთარი ანალიტიკოსები უწერენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ინვესტიციებში ევროკავშირს აშშ უსწრებს და "დუნდუკი" კაია კალასები და მარტა კოსები ჩვენს ვითომ დამორჩილებას რაღაც სანქციებით ცდილობენ - გაიღვიძეთ დე ფაქტო ხელმძღვანელებო, დეპოში არ გაიჭედოთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 12 თებერვალი 2026, 11:59
სარკასტულ-ცინიკურად ვუყურებ უმსგავსო ევროკრატების ე.წ. სანქციებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში. 

აბაშიძის თქმით, საკუთარი ანალიტიკოსები უწერენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ინვესტიციებში ევროკავშირს აშშ უსწრებს და დუნდუკი კაია კალასები და მარტა კოსები საქართველოს ვითომ დამორჩილებას რაღაც სანქციებით ცდილობენ.

„ევროკავშირის აქაურ წარმომადგენლობაში 12 წელი ვიმუშავე, გამოცდილება შთამბეჭდავი მაქვს, ვიხსენებ ერთ-ერთ შეფს ნორდიკული ქვეყნიდან, რომელიც ახლო კოლეგებთან ძალიან გულახდილი იყო. ერთხელაც პასუხი გამცა შეკითხვაზე - როგორია სტანდარტული ევროჩინოსანი? დილით სამსახურში პუნქტუალურად მოსვლა, ნახევარ საათში ბლა ბლა ხანმოკლე თათბირის ჩატარება, შემდეგ აბსოლუტურად გაუგებარი დოკუმენტიდან რამდენიმე ფურცლის აღება, შეტრიალებულად, სხვამ რომ არ დაინახოს და კოლეგების მოკითხვა დერეფნებში სიარულითა და ღია ოთახებში (თუ შეხვედრა არ გაქვს კაბინეტის კარი არ იხურება) შეხედვით. რაც მთავარია,  ლანჩამდე და მუდმივად საათს უნდა დახედო, ხომ არ ვპარავ ვინმეს დროს ანდა მე ხომ არ ვიკლებ ნანატრ საათს. ლანჩის შემდეგ კი, ღია კაბინეტში ჯდომა, რაღაც გადაუდებელი საქმეების განხილვა და ისევ საათის კონტროლი - სამუშაო დრომდე რამდენი დარჩა?..
ასე სარკასტულ-ცინიკურად ვუყურებ უმსგავსო ევროკრატების ე.წ. სანქციებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე; გადაწყვეტილება ლანჩამდე მიიღეს თუ სამუშაო სააათების დასრულებამდე? ევროიდიოტებს გეგმაში აქვთ ყულევის პორტის ე.წ. დასანქცირება, არ მგონია ამ დონეზე დაეცნენ. 
საკუთარი ანალიტიკოსები უწერენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ინვესტიციებში ევროკავშირს აშშ უსწრებს და დუნდუკი კაია კალასები და მარტა კოსები ჩვენს ვითომ დამორჩილებას რაღაც სანქციებით ცდილობენ; გაიღვიძეთ დე ფაქტო ხელმძღვანელებო, დეპოში არ გაიჭედოთ!“ - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი