ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაზე: მართალია შუბლძარღვგაწყვეტილები, უსამშობლოები არიან, მაგრამ ისიც თუ არ იცოდნენ, რომ წესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს უნდა გაეწია მასპინძლობა საპატიო სტუმრისათვის, ამას თუ დასჭირდებოდა ახსნა-განმარტება ვერ წარმოგვედგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აპრილი 2026, 16:01
„დაიწყეს ყიჟინი, ბიძინა ივანიშვილთან მის ბიზნესცენტრში  სტუმრობისას თითქოსდა ჩვენი  პრემიერი  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრისას მოშორებით რატომ იდგაო. დაუწერელი თუ დაწერილი წესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს რომ უნდა გაეწია მასპინძლობა საპატიო სტუმრისათვის, ამას თუ დასჭირდებოდა ახსნა-განმარტება ისეთის გაცვეთილთათვის, როგორიც ნაცმოძრაობა და მისი აქა-იქ შემორჩენილი ბაბლია, მაინც ვერ წარმოგვედგინა“, - ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს. 

„ისეთ ზნეობადაკარგულთაგან, როგორიც კოლექტიური ნაცმოძრაობაა არც არაფერია გასაკვირი.
უკვე მეოთხე წელია ეს სამშობლოს მოღალატეები ყოველ წუთს და ყოველ საათს გარე ძალების დაკვეთით ცდილობენ საქართველოს მიმდინარე სხვადასხვა ომებში ჩართვას და ამისათვის არ ერიდებიან არაფერს. დაწყებული რუსთაველის გამზირის დარბევიდან, დამთავრებული ირანის ელჩთან მივარდნით - რატომ არ ბომბავთ საქართველოს და როდის დაიწყებთ აქ ამ მიზნით ქმედებებსო.

მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც დაინახეს ამ ნომრიანმა უსამშობლოებმა, რომ არაფერი გაუვიდათ. მიმართეს ყოვლად სამარცხვინო ხერხს. სახელდობრ დაიწყეს ყიჟინი, ბიძინა ივანიშვილთან მის ბიზნესცენტრში  სტუმრობისას თითქოსდა ჩვენი  პრემიერი  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრისას მოშორებით რატომ იდგაო. 
მართალია შუბლძარღვგაწყვეტილები, უსამშობლოები არიან, მაგრამ ისიც თუ არ იცოდნენ, რომ ბატონი ალიევი ამ შემთხვევაში ბატონ ბიძინა ივანიშვილს სტუმრობდა საკუთარ ბიზნესცენტრში ანუ ამ  უკანასკნელს საკუთარ ოჯახში და იქ სტუმარ-მასპინძლობის კავკასიური დაუწერელი თუ დაწერილი წესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს, რომ უნდა გაეწია მასპინძლობა საპატიო სტუმრისათვის და აეხსნა სტუმრისათვის  თბილისის სხვადასხვა ისტორიული  ხედების მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში იგივე მასპინძელი პრემიერი ცოტა მოშორებით უნდა ყოფილიყო. ამას თუ დასჭირდებოდა ახსნა-განმარტება  ისეთის გაცვეთილთათვის, როგორიც ნაცმოძრაობა და მისი აქა-იქ შემორჩენილი ბაბლია მაინც ვერ წარმოგვედგინა.

რომ იტყვიან აქაც ის დაემართათ, რაც უსამშობლოებს და ღალატში გაწაფულებს საერთოდ ემართებათ.“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი