ნიკოლოზ მეტრეველი: კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ივლისი 2026, 17:50

ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აპელირებს იმაზე, რომ არაფერს ამბობენ, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის.

მეტრეველის შეფასებით, ასეთ დროს ყველაფერი მშვიდდება და არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები ისმის.

„ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. მათი კონტროლირებადი მედიური ბადე ივსება პოსტებით, მორალური ლექციებიც და მუდმივი უაზრო გოდებით. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება. არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები. თითქოს, არაფერი მომხდარა.

როგორც ჩანს, ზოგიერთ უსამშობლო ტელევიზიებში პრინციპების ჩამრთველიც აქვთ სახელწოდებით: „ჩვენიანია“ და „სხვაა“. თუ ჩვენიანია, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, თუ სხვაა, მაშინ მათი უსინდისო მორალი და სტანდარტები სრულ დატვირთვაზე ირთვება“, - წერს მეტრეველი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი