შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 28 ივლისი 2026, 12:47
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი,  „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს. 

შარმანაშვილისა და გირჩი ჯაფარიძის დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც საჯარო შეურაცხყოფის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულ კანონმდებლობას ეხება,  აღნიშნულ  კომენტართან დაკავშირებით დაწერილ შარმანაშვილის განცხადებას კი მოჰყვა ზურა ჯაფარიძისგან პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფა. 

„ამ ერთხელ გიპასუხებ. საქართველო სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციაშია. ამ სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია უარყოფითად გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე. ამაზე ვსაუბრობ მე, რაც ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. აქ პოლიტიკასთან კი არა, სასამართლო პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. თუ სტრასბურგი მიგვითითებს, რომ საქართველოს სასამართლოებმა არასწორად გამიჯნეს სიძულვილის ენა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღასრულებს ამას სახელმწიფო აუცილებლად. ერთიც, მაშინ გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკაც გადასახედი იქნება. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება.“- წერს შარმანაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი