ზაზა შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ, საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 06:49

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2022 წელს უკრაინის ომს შორის აშშ-სა და ევროპის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს, ამის მიზეზად კი, შეიარაღებული კონფლიქტების განსხვავებულ მასშტაბსა და ოლიგარქიული ოჯახების გეგმას ასახელებს.

შათირიშვილის განცხადებით, „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი სახელმწიფოების ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლებაა, ამ მოცემულობამდე კი, რეგიონში კრიზისის, მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის და უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამო, სახელმწიფოები ეტაპობრივად მივლენ.

„თუკი პროცესები ასე გაგრძელდა, რეგიონში ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება, მოსახლეობის ცხოვრების დონე დაეცემა და ქვეყნები უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
სწორედ ასეთ პირობებში დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ ტრადიციულმა პოლიტიკურმა ელიტებმა „თავისი მოჭამეს“, რადგან ვერ შეძლეს სახელმწიფოების ეფექტიანი მართვა, ამიტომაც საჭიროა ქვეყნებმა და საზოგადოებებმა მმართველობის არსებული მოდელის შეცვლაზე იფიქრონ. ამ კონტექსტში გამოჩნდებიან მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები, მაგალითად BlackRock-ის ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც „პასუხისმგებლობას“ საკუთარ თავზე აიღებენ. ისინი საჩვენებლად შეარჩევენ ერთ, ან ორ შესაბამის ქვეყანას და საკუთარი პოლიტიკური, თუ ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, დროის მოკლე მონაკვეთში, ამ ქვეყნებს „ოაზისად“ აქცევენ. ამ ყველაფრის შემხედვარე კი უკვე არაერთი სახელმწიფო ჩადგება კორპორაციული მმართველობის სისტემაზე გადასვლის მსურველთა რიგში, რითაც „დიფ სთეითი“ მიაღწევს კიდეც საბოლოო მიზანს,“ - წერს შათირიშვილი.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებული წერილის მთავარ კითხვაზე პასუხი, სწორედ „დიფ სთეითის“ გეგმებშია, რომელიც, კორპორაციული მმართველობის დასამყარებლად, ომის გარდა, ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობის, ტრადიციული სოციალური ნორმების წაშლას გულისხმობს

„საბოლოო ჯამში მივალთ მოცემულობამდე, რაც არის კიდეც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანი - სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და მისი კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც აქტიურად იყენებენ.
საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე. ამ თვალსაზრისით „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი მათ მიერ ფართოდანერგილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტ პროპაგანდაა, რომლის მიხედვითაც ადამიანმა არათუ იდენტობა, არამედ სქესიც კი უნდა დაკარგოს. ამ მიმდგომით მოქმედება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც სამშობლოს ცნება, რელიგია, წარსულის პატივისცემა და ეროვნული იდენტობა მოსახლეობისთვის მთავარი ღირებულებებია, შესაბამისად, მათი განადგურების გარეშე „დიფ სთეითისთვის“ ფონს გასვლა უბრალოდ შეუძლებელია.
ამგვარად, სწორედ ასეთია პასუხი პრემიერ-მინისტრის მთავარ კითხვაზე, რომელიც, განვმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დარწმუნებული ვარ თავადაც იცის, რომ რიტორიკული იყო...“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ვაჟა სირაძე: სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მაგალითისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტები დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წლამდე პერიოდში
ირაკლი კობახიძე: დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის
ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ
არქივი