ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე - თუ რუსს ევროპაში ჩასვლა უნდა, სტამბოლიდან, დუბაიდან, სხვა ქვეყნებიდან ვერ ჩავა? 
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ივლისი 2023, 17:11
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, შემაშფოთებელია პირდაპირი ფრენები, ვინაიდან რუსებს ევროპაში გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ.

ნიკოლეიშვილის თქმით, დეგნანს საქართველოს მოსახლეობა უვიცი ჰგონია,  ვინაიდან, თუ რუსებს ევროპაში ჩასვლა სურთ, ისინი სტამბოლიდან ან დუბაიდანაც მოახერხებენ ამას.  

“ეს ქალი ან შლეგია, ან საქართველოს მოსახლეობა ჰგონია უვიცი. ერთიც და მეორეც დიდი უბედურებაა. 
თუ რუსს ევროპაში ჩასვლა უნდა, სტამბოლიდან, დუბაიდან და  სხვა ქვეყნებიდან ვერ ჩავა? ან თუ ევროპის რომელიმე ქვეყანას რუს მოქალაქეებზე აკრძალვა აქვს, უკან ვერ გააბრუნებს? 
კარგი იქნება თუ მალე მოცილდება ჩვენ ქვეყანას ეს მართლაც არაადეკვატური ქალი”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი