მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაზე - ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა - უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ივლისი 2023, 16:53
ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს, რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მისი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა და შესაბამისი დოკუმენტი თავის დროზე უკრაინის კონსულმა შეუტანა.

“რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე და ის, რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს, პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია”,- წერს სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი