ამირან სალუქვაძე: ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს კაპიტოლიუმზე შტურმის გამო - ამ პრეცედენტით, 2020 წლის არჩევნების შედეგების საბოტაჟის გამო, ლამის მთელი ოპოზიციაა დასაჭერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 აგვისტო 2023, 10:29

ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა, რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ აშშ-ის ამ პრეცედენტს გავითვალისწინებთ, საქართველოში არჩევნების საბოტაჟის გამო, მთელი ოპოზიციური სპექტრი დასაჭერია. ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების საბოტაჟს ISFED-მაც შეუწყო ხელი, როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

სალუქვაძის განცხადებით, კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო, 900-ზე მეტი პირია დაკავებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის განმახორციელებელი პირებიდან, დასავლეთმა ზოგს გირაო გადაუხადა, ზოგი კი პრეზიდენტს შეაწყალებინეს.

„ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა, რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო.

ამ პრეცედენტით 2020 წლის განსაკუთრებით, თუმცა სხვა არჩევნების შედეგების საბოტაჟის გამო, ლამის მთელი ოპოზიციაა დასაჭერი.

ეს განსაკუთრებით ეხება ISFED-ს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ პროცესს, გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. მას შემდეგ, როცა ოცნებამ ბრიფინგებზე გაუშიფრა მცდარი მონაცემები, ISFED-ის დირექტორი გადააყენეს და ამით ამოწურეს. ორგანიზაციას ისევ აქვს დაფინანსება და აგრძელებს საქმიანობას.

ოპოლიდერებიც, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ არცერთ არჩევნებს, იციან რა, რომ არ გაყალბებულა, ისევ აგრძელებენ რყევებს.

კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირია დაკავებული. ჩვენთან პარლამენტის შტურმის ორგანიზატორები შეაწყალებინეს, ზოგს გირაო გადაუხადეს.

ჩვენს პოლიციას შენიშვნა უთხრეს, „ბრბო“ რატომ ვერ შეაჩერაო?! ძალადობის და დარბევების მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ასე საჯაროდ ბრბო ვერ უნდა აკადრონ.

ჰოდა, შევატრიალებ კითხვას, ოღონდ ბრბოს არ ვაკადრებ. რატომ ვერ შეაჩერა ამერიკის პოლიციამ კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეები? თანაც ერთი მოქალაქე ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლით პოლიციამ მოკლა. ეს ისე, თემამ მოიტანა.

მოკლედ, ტრამპს 400 წელი უკვე ჰქონდა, კიდევ 50 წელს დაუმატებენ.

2024 წლის არჩევნების შედეგები ოპოზიციამ მშვიდად უნდა მიიღოთ. ცესკო 30-60 წუთში ქვითარს ამოარტყამს და შეინახეთ. ISFED-ების ხმა არ გავიგო”- წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი