ვატო შაქარიშვილი: უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის პოლიციამ, მცირეწლოვანი ბავშვების და მეუღლის თვალწინ, ეროვნებით ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა - სად არიან ძალით ჰუმანისტი ლიბერალები და ადამიანის უფლებათა დამცველები?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 აგვისტო 2023, 15:30
უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის პოლიციამ, მცირეწლოვანი ბავშვების და მეუღლის თვალწინ, ეროვნებით ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა! -  წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, უკრაინის ქალაქ დნიპროში მომხდარი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც, სამართალდამცველებმა  ჯუმბერ სილაგავა მოკლეს.

შაქარიშვილის თქმით, სილაგავას მკვლელობას არ გამოხმაურებიან ლიბერალები და ადამიანის უფლებათა დამცველები, ვინაიდან მათთვის ქართველის და უკრაინელის სიცოცხლე უმნიშვნელოა. მისივე განმარტებით, უკრაინაში სამობილიზაციო პროცესი მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ, რეჟიმი ძალის გამოყენებაზე გადავიდა და ჯუმბერ სილაგავაც, ზურგში გასროლით მოკლა.

"უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის პოლიციამ, მცირეწლოვანი ბავშვების და მეუღლის თვალწინ, ეროვნებით ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა!

სად არიან ძალით ჰუმანისტი ლიბერალები?! სად არიან ადამიანის უფლებათა დამცველები?! სად არიან BLM-ის მხარდამჭერი დემოკრატები?! უკრაინელის და ქართველის სიცოცხლე doesn’t matter?!

უკვე დიდი ხანია, რაც უკრაინაში სამობილიზაციო პროცესი უმძიმესად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა დახურა ტელევიზიები, აკრძალა პარტიები და ყველანაირად ახშობს ალტერნატიულ აზრს, სიმართლე მაინც არ იმალება და უკვე აღარავის სურს “ხორცის საკეპ მანქანაში” საკუთარი სიცოცხლე შეწიროს ამერიკის დღევანდელი შეშლილი ადმინისტრაციის და საერთაშორისო კორპორაციების ინტერესებს.

ამიტომ, რეჟიმი გადავიდა ძალის გამოყენებაზე და ახალგაზრდა კაცი ზურგში გასროლით მოკლა, მეუღლის და ბავშვების თვალწინ!!!

ერთხელ და სამუდამოდ ყველამ დაასრულოს საკუთარი თავის და ხალხის მოტყუება! ჩვენმა ტელევიზიებმა, რომლებიც უკრაინის კონტრ-შეტევის “წარმატებებზე” გვიყვებიან, საქართველოს მოსახლეობას უნდა უთხრან სიმართლე! ყველამ თავი უნდა დაანებოს იმის მტკიცებას, რომ უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფოა, ომშია და ვითვალისწინებთ… საკმარისზე მეტი მოვითმინეთ და საკმარისზე მეტი გავითვალისწინეთ!!! შევიფარეთ, დავაპურეთ, უმოკლეს დროში საკუთარ ენაზე განათლების საშუალება მივეცით!! ერთი მადლობა არ უთქვამთ და ამ დროს გვარამიას ჯილდო გადასცეს! ელჩი გაიწვიეს, ჩვენი გამოაგდეს, ომში გვითრევენ, ჩვენს შიდა საქმეებში ერევიან, ქართველების მწამებლები თანამდებობებზე დანიშნეს….

საკუთარი ქვეყანა ხო გაანადგურეს, ჩვენი ქვეყნის განადგურებაც უნდათ! ეკლესიებს არბევენ, მღვდლებს იჭერენ, პარტიებს საქმიანობა აუკრძალეს, ტელევიზიები დახურეს, კორუფციაში იძირებიან, დახმარების სახით გაგზავნილ დიდ ფულს იპარავენ, მობილიზაციას ძალადობით და მსხვერპლით ატარებენ… ევროკავშირის შეფასებით კი - დემოკრატიული რეფორმები უკრაინაში წარმატებით მიმდინარეობს…

ღმერთმა უშველოს უკრაინელ ხალხს!

ზელენსკის ბანდის და გლობალური ომის პარტიის მარწუხებიდან მალე გათავისუფლებას ვუსურვებ მათ!" - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი