ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტზე - კიდევ ერთ "აფიორა", რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. დარწმუნებული ვარ არცერთ დეტალი არ იცის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ოქტომბერი 2023, 16:26
კიდევ ერთ "აფიორა", რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. დარწმუნებული ვარ  არცერთი დეტალი არ იცის, არ იცის  კონფიგურაცია ბაზების შესახებ,   არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული  რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად  იბრალებს იმას, რაც მას არ გაუკეთებია. - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო და თავადაც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში. 

"კიდევ ერთ "აფიორა", რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. საქმე კი სულ სხვანაირად არის. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც ამ პროცესების ერთერთი და არა ერთადერთი მონაწილე. საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო. შედგა ექსპერტთა ჯგუფები ორივე მხრიდან საქართველიდან და რუსეთიდან, რომლებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. საქართველოდან ამ ჯგუფში გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან პრინციპოული  დიპლომატები, სამხედრო კუთხით გახლდით მე, თქვენი მონა მორჩილი ( ჩემს გარდა თითოჯერ მონაწილეობა მიიღო ერთმა გენერალმა და ერთმაც პოლკოვნიკმა). საერთო კორდინაციას  ჯგუფს უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბურდული  (ღმერთმა გაანათლოს მისი სული), მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავჯდომარე  ცხონებული რეზო ადამია. მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმედ  მიმდინარეობდა როგორც თბილისში ასევე მოსკოვში. 1999 წელს სტამბულში ჩატარდა ეუთო-ს სამიტი სადაც ფაქტიურად შეთანხმდა ყველაფერი და გაფორმდა პროტოკოლი და ხელმოწერილი იქნა დანართი (სხვათაშორის ჩვენ ჯგუფს, კიდევ დაემატა რამდენიმე დიპლომატი, სტამბულშიც  ძალიან სერიოზული მუშაობა მოგვიწია) . შემდეგ უკვე დაიწყო პროცესი,  ბაზების გაყვანის გრაფიკის შესახებ, რა სამხედრო ტექნიკა რჩებოდა და რა  გადმოეცემიდა საქართველოს და ასე შემდეგ.  ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელი მოეწერა უბრალოდ ბოლო დოკუმენტს. თავი, რომ არ შეგაწყინოთ პირდაპირ გეტყვით ორ რამეს: თუ იცის ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს მცირე დეტალები(დაწვრლებით ცხადია არ დამიწერია), მაგალითად რამდენ ბაზის გაყვანაზე იყო  საუბარი, როგორი კონფიგურაციით, რა რაოდენობის ტექნიკა იყო თითეულ ბაზაზე -თუნდაც ტანკი, რას ითხოვდნენ რუსები სანაცვლოდ, რომელ ქვეყანა თამაშობდა შუამავლის როლს და ასე შემდეგ ...ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია, მიუხედავად იმისა რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები და გემოვნება გააჩნიათ, არა მგონია, რომელიმემ რუსების ბაზების შესახებ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით  ტყუილი იკადროს და ჩემი ნათქვამი არ დაადასტუროს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს დარწმუნებული ვარ  არცერთ დეტალი არ იცის, არ იცის  კონფიგურაცია ბაზების შესახებ,   არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული  რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად  იბრალებს იმას რაც მას არ გაუკეთებია. ისე თუ საჭირო გახდა ისეთ დეტალებს გავიხსენებ, რომელზეც წარმოდგენა სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს, პრინციპში ვერც ექნება-ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე მისი როლი საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მხოლოდ  1% გახლავთ!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი