დავით ქართველიშვილი: ყოველდღიურად ევროპულ ქვეყნებში აკავებენ მომიტინგეებს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - „პოლიტპატიმარი“. ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან „მუშაობს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 მარტი 2026, 00:03

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის საბაბს - ირანის სამოქალაქო საზოგადოების აიათოლას მმართველობისგან დაცვას. ანალიტიკოსი წერს, რომ დღეს ისრაელი აპატიმრებს ებრაელ აქტივისტებს. ქართველიშვილი მიუთითებს ორმაგი სტანდარტის არსებობაზე:

„დღეს ისრაელში ვითარდება ყველაფერი ის, რაც გუშინ ირანში ხდებოდა. ხვალ, ამ კარიკატურული ლოგიკით, აშშ და ირანი უნდა გაერთიანდნენ და ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების“ დაცვის საბაბით. ასეთი „ლოგიკა“ არის ორმაგი სტანდარტების აბსურდამდე მიყვანილი ფორმა“ - წერს ქართველიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ მსგავს სცენარს საქართველოშიც ვხედავთ. ანალიტიკოსის სიტყვებით, ყოველდღიურად რიგ ევროპულ ქვეყნებში აკავებენ ათობით მომიტინგეს, მაგრამ უფლებადამცველების ანგარიშში მინიშნება - „პოლიტპატიმარი“ არ ჩანს.

„აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული შეტევის ერთ-ერთი საბაბი იყო ირანის სამოქალაქო საზოგადოების დაცვა აიათოლას მმართველობის ტირანიისაგან. თუ მივყვებით ამ ლოგიკას, რომელსაც ხშირად ლოზუნგების დონემდე ამარტივებენ, მაშინ დიახ, მსოფლიო უკვე დიდი ხანია უნდა ქცეულიყო აბსურდის თეატრად, ვინაიდან დღეს უკვე ისრაელის მთელ ტერიტორიაზე მიტინგებზე გამოდის ამ ქვეყნის სამოქალაქო სექტორი "ფაშისტური" ხელისუფლების წინააღმდეგ, და დღეს უკვე ებრაელ აქტივისტებს აპატიმრებენ და ფიზიკურად უსწორდებიან ქნესეთის მოქმედ დეპუტატებს.

დღეს ისრაელში ვითარდება ყველაფერი ის, რასაც გუშინ ირანში ჰქონდა ადგილი, ესე იგი ხვალ, ამ კარიკატურული ლოგიკით, აშშ და ირანი უნდა გაერთიანდნენ და უკვე ისრაელის წინააღმდეგ გამოვიდნენ "სამოქალაქო საზოგადოების" უფლებების დაცვის საბაბით. დღევანდელი გაუკუღმართებული საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგით, რომელიც ცუდად დაწერილი შავი კომედიის სცენარს წააგავს, მოკავშირეები შეიძლება უფრო სწრაფად იცვლებოდნენ, ვიდრე მომიტინგეთა ლოზუნგები.

რეალურად კი სწორედ ასეთი „ლოგიკა“ არის ორმაგი სტანდარტების აბსურდამდე მიყვანილი ფორმა, რომელიც ნამდვილად ახასიათებს თანამედროვე გლობალურ პოლიტიკას: ერთ შემთხვევაში - "ადამიანის უფლებების დაცვა" ხდება ზეწოლის ინსტრუმენტი, დანარჩენ შემთხვევაში, ეს „სახელმწიფოს შიდა საქმეა“. საქართველოში ეს მიდგომა დაზეპირებული გვაქვს: ყოველდღიურად საფრანგეთში, შვედეთში, ბელგიაში, გერმანიაში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით აკავებენ ათობით მომიტინგეს, მაგრამ მათ შესახებ ვერც ერთი უფლებადამცველის ანგარიშში ვერ ნახავთ მინიშნებას - "პოლიტპატიმარი". ეს მიდგომა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით "მუშაობს".

ამიტომ, ისრაელის სამოქალაქო სექტორის "ფაშისტური" რეჟიმისგან დაცვის მიზნით ხვალინდელი აშშ/ირანის კოალიციის მოდელირება შავი იუმორი თუ უბრალოდ ხუმრობა კი არა, არამედ საკმაოდ ზუსტი ასახვაა იმისა, თუ როგორ აღიქმება თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა გარედან: როგორც სისტემა, სადაც პრინციპები მხოლოდ შერჩევითად გამოიყენება. და რაც უფრო ხმამაღლა ჟღერს სიტყვები „სამოქალაქო სექტორის დაცვის“ შესახებ, მით უფრო ძლიერდება განცდა, რომ ეს უნივერსალური წესი კი არა, არამედ ინსტრუმენტია ტოტალურ უსამართლობაზე დაფუძნებულ სამყაროში“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა. მოვიდა ეს ხელისუფლება, არა უშეცდომო, მაგრამ გულწრფელი თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებაში - და აღადგინა სამშობლოს ღალატის მუხლი
გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს; შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექს-მეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში
თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით
ჯაბა ხუბუა: ბარამიძე დატყვევებული ადამიანების დახვრეტაზე როცა ლაპარაკობს, ეს, გამიზნულ მავნებლობასთან ერთად, მისი ქვეცნობიერის ამოძახილია - საკუთარი ხელწერის სხვისთვის მიკუთვნების აქტი
არქივი