დავით ქართველიშვილი ნიკო მანაგაძის განცხადებაზე: უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი, ასე შთააგონეს უსამშობლო - უღმერთოებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ივნისი 2024, 22:46
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა" - უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციონერი აქტივისტის, ნიკო მანაგაძის განცხადებას, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ დედასთან არ აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით - ბოლო თვეების განმავლობაში.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მანაგაძეს ასე შთააგონეს უსამშობლოებმა და უღმერთოებმა.

„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა" - უმძიმესი ცოდვის გზას დაადგა ეს ბიჭი. ფაქტობრივად, იმ გენეტიკურ ჯაჭვში, წარსულიდან აქამდე რომ მოიყვანა და მისგან უნდა გაგრძელებულიყო - დამპალი რგოლის როლს ასრულებს. რატომ? ასე რომ შთააგონეს უსამშობლო/უღმერთოებმა - იმიტომ? ბევრნი ხართ ასეთები?” - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი