ლევან ნიკოლეიშვილი: ბატონ მილერს საქართველოს მთავრობის კრიტიკისას ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ივლისი 2024, 11:32

ბატონმა მილერმა უნდა ახსნას განსაკუთრებით ბოლო დროს, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატება „ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა,“ სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო სწავლებების გაურკვეველი დროით გადადება-გაუქმებაში თუ იმ არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაში, რომლებსაც საქართველოში არადემოკრატიული გზით, რევოლუციითა და გადატრიალებით ხელისუფლების დამხობა სურთ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის თქმით, მეთიუ მილერს საქართველოს მთავრობის კრიტიკისას ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გაზით არჩეულ ხელისუფლებაზე და რა გზას აირჩევს უცხო ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა ეს მათი კონსტიტუციური და სუვერენული უფლებაა.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი თავის განცხადებებით კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და შემდეგს აცხადებს, „ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას - საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია.“ როგორც ჩანს, ბატონ მილერს ტრადიციულად ვიღაც მოსყიდული და მიკერძოებულ ჟურნალისტი უსვამს კითხვას და მან არ იცის რა თქვას და ისევ არაერთხელ ნათქვამ სიყალბეს იმეორებს. ბატონმა მილერმა უნდა ახსნას განსაკუთრებით ბოლო დროს, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატება „ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა,“ სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო სწავლებების გაურკვეველი დროით გადადება-გაუქმებაში თუ იმ არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაში, რომლებსაც საქართველოში არადემოკრატიული გზით, რევოლუციითა და გადატრიალებით ხელისუფლების დამხობა სურთ. რაც შეეხება მის მიერ საქართველოს მთავრობის კრიტიკას, რომელმაც მისი აზრით თურმე „სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია,“ ბატონ მილერს ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებაზე, ხოლო რა გზას აირჩევს უცხო ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა ეს მათი კონსტიტუციური და სუვერენული უფლებაა, რის გაძლიერებას ამ ქვეყანაში მეთიუ მილერის ნაირი პოლიტიკოსების სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უხეშმა მცდელობა უფრო ემსახურება. დიახ, ჩვენ გვინდა აშშ-სთან, ევროკავშირთან თუ ცალკეულ ქვეყნებთან თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული მეგობრობაც და პარტნიორობაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის, ზეწოლის, კარნახისა და უხეში მითითებების გარეშე, ამისთვის კი ჩვენი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი სწორედაც, რომ საუკეთესო გზად მიმაჩნია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი