საბა ბუაძე: „ლელო“ ფორმალურადაც დავტოვე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 სექტემბერი 2025, 22:53

საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ დატოვა და პარტიის რიგით წევრადაც აღარ ირიცხება. აღნიშნული მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„5 ივლისს დავასრულე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, უბრალოდ, მაშინ, როდესაც მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] საპატიმროში იყვნენ, ფორმალურად ჯერ კიდევ ვრჩებოდი პარტიაში და ახლა ისინი აღარ არიან საპატიმროში“, - დასძინა მან.

მანამდე ბუაძემ განმარტა მოტივი, რის გამოც დატოვა მან პარტიის რიგები.

ბუაძის თქმით, „ასეთი ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ამოცანებს უწყობს ხელს, ვითარების ნორმალიზების რაღაც ილუზიის შექმნაში ეხმარება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი