სუს-ში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ნათელია, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას. აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გარე ძალების მიზანმიმართული სამიზნე ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 სექტემბერი 2025, 17:04

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ნათელია, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას, რასაც შესაძლოა საბედისწერო შედეგები მოჰყოლოდა, - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, კითხვას აჩენს ის საკითხი, თუ რატომ ცდილობს უკრაინის სპეცსამსახური საქართველოს პოლიტიკურ პროცესში ჩარევას.

მისივე თქმით, „როგორც არ უნდა განვითარდეს გამოძიება, აშკარაა: საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა, გარე ძალების მიზანმიმართული სამიზნე ხდება“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ნათელია, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები გეგმავდნენ დესტაბილიზაციას, რასაც შესაძლოა საბედისწერო შედეგები მოჰყოლოდა. უწყების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს , ეს გარემოება, თავისთავად, აჩენს კითხვას: რატომ და რა მიზნით ცდილობს უცხო ქვეყნის სპეცსამსახური საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას?

გამოძიების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა იმის დადგენა, არსებობს თუ არა კავშირი ამ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს შორის, როდესაც რადიკალური ჯგუფები უკვე ხმამაღლა აანონსებდნენ დაპირისპირებასა და არეულობას. ამ კუთხით ორი ჰიპოთეზა ჩნდება:

1. ქართველი რადიკალები ცდილობდნენ უკრაინელი პარტნიორების დახმარებით ქვეყანაში ქაოსის შეტანას.

2. უკრაინული სპეცსამსახურები თავად იყვნენ ინიციატორები და ქართველ რადიკალებთან ერთად გეგმავდნენ დესტაბილიზაციას, რაც უფრო ფართო გეოპოლიტიკური სურათის ნაწილად შეიძლება აღვიქვათ, მომხდარიყო საქართველოს ცხელ წერტილად გადაქცევა.

ორივე სცენარი ერთსა და იმავე დასკვნამდე მიგვიყვანს: მათი მიზანია, საქართველოში არსებული მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესი, მიზანმიმართულად ქცეულიყო ქაოსად. უმნიშვნელოვანესია კითხვა — ვის აწყობს საქართველოში არეულობა არჩევნების წინ? პასუხი შენდეგია, ქართულ აგენტურას და გარე ძალებს.

როგორც არ უნდა განვითარდეს გამოძიება, აშკარაა: საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა, გარე ძალების მიზანმიმართული სამიზნე ხდება. სწორედ ეს უნდა გახდეს საზოგადოებისთვის მთავარი გაფრთხილება — არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა დავიცვათ ქვეყანა არეულობისა და ძალადობის სცენარის განვითარებისგან“,- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი