ქართველიშვილი: საქართველო რჩება პროგნოზირებად და სტრატეგიულად ხიდად ევროპასა და აზიას შორის. ფუჭია ქვეყნის უსამშობლო ძალების მხრიდან, საქართველოს "დაკომპლექსების" მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 თებერვალი 2026, 12:27
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ყაზახეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ანალიტიკოსი წერს, რომ ეს ასახავს თბილისის სტრატეგიულ წონას ევრაზიაში. ქართველიშვილის სიტყვებით, ყაზახეთისთვის საქართველო პროგნოზირებადი და სტაბილური პარტნიორია: 

„ყაზახეთისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ მარშრუტს, საქართველო შავი ზღვისა და ევროპული ბაზრებისკენ გასასვლელის გარანტიაა, ჩრდილოეთის მიმართულების შეზღუდვების პირობებში. ეს საუბარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ლოჯისტიკური და პოლიტიკური სტაბილიზატორის როლი სამხრეთ კავკასიაში, თანდათან ინსტიტუციურ ხასიათს იძენს“ - წერს დავით ქართველიშვილი. 

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დღითიდღე ცენტრალური აზიის ნდობა საქართველოს მიმართ იზრდება, ხოლო სატრანსპორტო დერეფნები და ენერგეტიკული პროექტები დამატებითი ინსტრუმენტია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. 

„ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარი დიპლომატიურ ფორმალობას არ წარმოადგენდა, იგი ასახავს თბილისის მზარდ სტრატეგიულ წონას ევრაზიულ არქიტექტურაში. განხილვის ცენტრში იყო ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ტურიზმი, თუმცა ამ ფორმულირებების მიღმა დგას უფრო ფართო მნიშვნელობა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძის განმტკიცება, სადაც საქართველო უკვე არა პერიფერია, არამედ საკვანძო რგოლია. 

ყაზახეთისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ მარშრუტს, სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო წარმოადგენს შავი ზღვისა და ევროპული ბაზრებისკენ გასასვლელის გარანტიას, ჩრდილოეთის მიმართულების შეზღუდვების პირობებში. ეს საუბარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ლოჯისტიკური და პოლიტიკური სტაბილიზატორის როლი სამხრეთ კავკასიაში, თანდათან ინსტიტუციურ ხასიათს იძენს. გლობალური გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, სწორედ სატრანსპორტო დერეფნები და ენერგეტიკული პროექტები იქცევა სუვერენიტეტის განმტკიცების ინსტრუმენტად.

თბილისი აჩვენებს უნარს, ააშენოს პრაგმატული პარტნიორობა იდეოლოგიური გადატვირთვის გარეშე, რაც ზრდის ნდობას ცენტრალური აზიის მხრიდან. ამ კონტექსტში ასტანასთან დიალოგი წარმოადგენს სიგნალს ბაზრებისთვის და ინვესტორებისთვის - საქართველო რჩება სტაბილურ, პროგნოზირებად და სტრატეგიულად აუცილებელ ხიდად ევროპასა და აზიას შორის. ფუჭია ქვეყნის უსამშობლო ძალების მხრიდან, საქართველოს "დაკომპლექსების" მცდელობა, რომ ის "მიღმაა" იმ "გლობალური პროცესებისა", სადაც იდეოლოგიისა და დეკლარაციების გარდა არაფერი იკითხება“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი