თენგიზ შარმანაშვილი: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
243 07 აპრილი 2026, 15:31

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებას ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიზნესცენტრში მიღების ფაქტთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მასპინძელი და შესაბამისად პრიორიტეტული ფიგურაც მოცემულ მომენტში.

„რა მაინტერესებს იცით, ასეთი ტიპების მოძიება რამე სპეციალური ტესტებით ხდება? ამდენი უტვინო ერთ პარტიაში ნამეტანია! თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა თავის სახლში. მნიშვნელობა არა აქვს, ბიზნესმენთან მივა სტუმარი, პოლიტიკოსთან თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია. ეს რომ არ იციან და ტლიკინებენ, ამით მხოლოდ თავის უმეცრებას უსვამენ ხაზს. მეტს აღარ ვიტყვი, ესეც ბევრია მაგათთვის“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი